მდ. გლდანულაზე 549 მეტრიანი ხიდის რეაბილიტაციისა და მდინარის სარეგულაციო კედლების მშენებლობის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითრების სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით გახორციელდა.
დღეისათვის დასრულებულია ხიდის ბურჯების გაძლიერებისა და შეკეთების, ჰიდროიზოლაციის განახლების, სავალი ნაწილის რეაბილიტაციისა და ხიდის მიმდებარედ, მდინარის კალაპოტის სარეგულაციო რკინა-ბეტონის კედლების მშენებლობის სამუშაოები.
მოძრაობის აღდგენის პარალელურად, გრძელდება თვალამრიდების მოწყობა-შეღებვისა და ლითონის მოაჯირების შეღებვის სამუშაოები, რაც მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ მდ. გლდანულაზე არსებულ ხიდს 30 წელია (83-84 წლებში აშენდა) რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს სს "ხიდმშენი".
პროექტის ღირებულება 2 მლნ 495 ათას ლარს შეადგენს.
თბილისის შემოვლით გზაზე განახლებულ 549 მეტრიან ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კმ-ზე (მდ. გლდანულაზე) არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა და ავტოტრანსპორტს დედაქალაქის შემოვლით სატრანზიტო გზაზე გადაადგილება თავისუფლად შეუძლია.
მდ. გლდანულაზე 549 მეტრიანი ხიდის რეაბილიტაციისა და მდინარის სარეგულაციო კედლების მშენებლობის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითრების სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით გახორციელდა.
დღეისათვის დასრულებულია ხიდის ბურჯების გაძლიერებისა და შეკეთების, ჰიდროიზოლაციის განახლების, სავალი ნაწილის რეაბილიტაციისა და ხიდის მიმდებარედ, მდინარის კალაპოტის სარეგულაციო რკინა-ბეტონის კედლების მშენებლობის სამუშაოები.
მოძრაობის აღდგენის პარალელურად, გრძელდება თვალამრიდების მოწყობა-შეღებვისა და ლითონის მოაჯირების შეღებვის სამუშაოები, რაც მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ მდ. გლდანულაზე არსებულ ხიდს 30 წელია (83-84 წლებში აშენდა) რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს სს „ხიდმშენი“.
პროექტის ღირებულება 2 მლნ 495 ათას ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






