Financial Times-ის ინფორმაციით ყატარის ხელისუფლებამ სამეფო ოჯახის წევრების გამოსასყიდად ტერორისტებს 1 მილიარდი დოლარი გადაუხადა. ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაოს ცნობით გამოსასყიდი თანხა დაჯგუფება „ტახპიპ აშ შამ“-ისთვის იქნა გადახდილი, რომლებმაც , 2015 წლის დეკემბერში ყატარის მმართველი სამეფო ოჯახის 26 წევრი ნადირობის დროს გაიტაცეს და დაატყვევეს.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი, რომელშიც ერაყთან ერთად ასევე ჩართული იყო ირანი და ლიბანური მოძრაობა "ჰეზბოლა", მიმდინარე წლის აპრილში გამოსასყიდის გადახდის შედეგად დასრულდა. სამეფო ოჯახის წევრები ყატარის ელჩს გადასცეს.
ექვსმა არაბულმა სახელმწიფომ და მალდივებმა ყატარი ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერის, ტერორიზმის პროპაგანდისა და რეგიონის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს და ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გუშინ გაწყვიტეს, დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათიანი ვადა აქვთ მიცემული.
მასალის გამოყენების პირობები






