მონტენეგროს ალიანსთან მიერთების პროტოკოლი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დუშკო მარკოვიჩმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერჯან დარმანოვიჩმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას შენონს გადასცა.
ცერემონიას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ესწრებოდა.
„დღეს ჩვენ ვხდებით ისტორიაში ყველზე ძლიერი და წარმატებული ალიანასის წევრები. ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის მდგრად სტაბილურობას ნიშნავს, ჩვენ დღეს ვზეიმობთ იმას, რომ ამიერიდან ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, ჩვენ ზურგსუკან ვერავინ მიიღებს.“ - განაცხადა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა.
სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოვიდა ალიანსის გენერალური მდივანიც. სტოლტენბერგმა აქცენტი NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე გააკეთა და განაცხადა, რომ ალიანსში ახალი წევრების მიღებამ, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მონტენეგრომ NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) 2009 წელს მიიღო, ალიანსის სრულფასოვანი წევრი კი 2017 წლის 5 ივნისს გახდა. 7 ივნისს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მონტენეგროს დროშა საზეიმო ვითარებაში აღიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






