მეცნიერებისათვის ცნობილია
რომ ბროკოლის მორჩები შეიცავენ ანტიოქსიდანტ სულფოროფანის მაღალ პროცენტს, მისი კონცენტრაცია ყლორტებში აღემატება მის დონეს ზრდასრულ მცენარეში.
მეცნიერები დაინტერესდნენ სულფოროფანის ზემოქმედებით კუჭის ბაქტერიების გავრცელებულ სახეობებზე, რომელთაც Helicobacterpylori (ჰელიკობაქტერპილორი) ეწოდება. ეს ინფექცია ყოველთვის არ მჟღავნდება რაიმე სახის სიმპტომებით, მაგრამ შეუძლია გასტრიტისა და კუჭის წყლულის პროვოცირება, რაც კიბოს განვითარების მთავარი ფაქტორია.
ცხოველებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბროკოლის ნაზარდებს შეუძლიათ ასეთი ტიპის ბაქტერიების დათრგუნვა, უჯრედების ანთებისა და დაშლის შემცირება, რასაც ადრე თუ გვიან ონკოლოგიამდე მივყავართ.
იაპონელმა მეცნიერებმა მოიწვიეს 48 ქალი და მამაკაცი სამეცნიერო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც Helicobacterpylori - ით იყვნენ ინფიცირებულნი და არ მკურნალობდნენ ამ ინფექციას. ასევე, პაციენტები ტესტირებულები იყვნენ პეფსინოგენ I და II-ის დონეზე ორგანიზმში.
8 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მოხალისეთა ერთი ნაწილი მიირთმევდა 70 გრ. იონჯას მორჩებს, მეორე ნაწილი - ამდენსავე ბროკოლისას, რომლებშიც სულფოროფანის შემცველობა 2-3 ჯერ მეტია ზრდასრულ ბოსტნეულთან შედარებით.
მეცნიერები მუდმივად აკვირდებოდნენ ყოველი მონაწილის H Helicobacterpylori -ისა და პეფსინოგენის დონის ცვლილებას, იკვლევდნენ რა სუნთქვას, სისხლს, განავლის ანალიზს. იმათ შორის, ვინც ბროკოლის მიირთმევდა, დაავადების გამომწვევი ბაქტერიების დონე გამოკვლევების ბოლოს იყო ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე დასაწყისში.
იმ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღე იონჯას მიირთმევდნენ, მაჩვენებელი არ შეიცვალა. ამასთან, როგორც კი ბროკოლის მორჩები ამორიცხულ იქნა რაციონიდან, H Helicobacterpylori –ის და პეფსინოგენის დონემ მონაწილეებში დაიკლო, დაუბრუნდა რა პირვანდელ შედეგს.
ვენდოთ თუ არა?
მიუხედავად იმისა, რომ მოცემული კვლევა არ იყო ფართომასშტაბიანი - იგი გამოირჩევა შთამბეჭდავი შედეგებით. მონაწილეობის მისაღებად შერჩეულნი იყვნენ ერთი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანები დაახლოებით ერთნაირი დონის Helicobacterpylori-ის ინფექციით და ანთებითი პროცესებით. ამასთან, არც ერთი მონაწილე არ იღებდა ანტიბიოტიკებსა და სხვა წამლებს. ყოველივე ეს საშუალებას იძლევა, ვიფიქროთ კვლევის საიმოდოობაზე. თუმცა მეცნიერები ჯერ კიდევ 100% სიზუსტით ვერ აცხადებენ, რომ ნორჩ ბროკოლის შეუძლია კუჭის კიბოს რისკი შეამციროს. ამისათვის საჭირო გახდება უფრო ხანგრძლივი და დეტალური გამოკვლევები, რომლებიც ადასტურებენ უკვე არსებულ შედეგებს.
მეცნიერთა გამოკვლევებზე დაყრდნობით შეიძლება კვების რაციონში ამ მცენარის ჩართვა, იგი მოამარაგებს ორგანიზმს მრავალი მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებით, მათ შორის ც ვიტამინით, კალციუმითა და ბეტა-კაროტინით.
უნდა ითქვას, რომ გარკვეული სირთულეები არსებობს ამ პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებით. იგი, ჯერჯერობით, იშვიათად გვხვდება პროდუქტებისათვის განკუთვნილ დახლებზე. მარტივი რჩევა: შეეცადეთ, თავად მოიყვანოთ ბროკოლი, მით უმეტეს, ამ მცენარის თესლი იყიდება სპეციალიზებულ მაღაზიებში. ბროკოლის მორჩები - შესანიშნავი დანამატია სალათებისთვის, ბუტერბროდებისა და ნებისმიერი სხვა საკვებისათვის, რომელიც იძლევა სასიამოვნო გემოსა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალური სარგებლის გარანტიას!
მასალის გამოყენების პირობები






