ქობულეთის ტრაგედია და მოსამართლეების მორიგი სკანდალი - მივა თუ არა საქმე სტრასბურგამდე?
პოზიცია - 15:50, 05 Jun, 2017     6969
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი "ნიუპოსტთან" ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მამუკა ახვლედიანის დღესაც ამბობს, რომ ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონე, ზაზა ართმელიძე, მისი ახლობელი იყო და მას მოსამართლე მამისეიშვილმა, მტკიცებულებების გარეშე, პატიმრობა შეუფარდა.

"უზნეობის ნიმუშია ეს განცხადება. აქ მამუკა ახვლედიანზე არ იყო საუბარი, ადამიანმა თავი მოიკლა, ყველა იმ უსამართლობის გამო, რაც მის გარშემო მოხდა. ამაზე იყო ყურადღება გასამახვილებელი და არა იმაზე, ტელეფონზე დაურეკა ვინმემ თუ არა...

ობიექტურად მაინტერესებს ან რა დამოკიდებულება, ან რა პოზიცია მქონდა ისეთი, რომ ვინმესთვის დამერეკა და რამე მეთხოვა?! - ეს ხომ წარმოუდგენელია. მე იმ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი ჩავაყენე საქმის კურსში, რადგან ის (ზაზა ართმელიძე) ჩემი ახლობელი იყო. ეს იცოდნენ პროკურატურაშიც და იცოდა სასამართლომაც. აქ ზედმეტი გასარკვევი არაფერი არ იყო.

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ ართმელიძე მასზე ზემოქმედების მიზნით დააკავეს.

"გადაწყვეტილებები ნახოს, რომელსაც მე სტუდენტებს ვაჩვენებ, რა დასაბუთებით არის და როგორ დააკავეს ეს ადამიანი, სად იმყოფებოდა, რატომ მოხდა და რა საჭიროება იყო საერთოდ.

საქმის შეწყვეტა პროკურატურამ იმ დღესვე მოითხოვა, თუმცა ოჯახის მოთხოვნით საქმე გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. სირცხვილია ეს ყველაფერი, სიმართლე უნდა დადგინდეს, სტრასბურგამდე რომც გახდეს საქმე მისატანი, რისთვის იჯდა ეს ადამიანი 5 თვე ციხეში?!"- უთხრა "ნიუპოსტს" საქლაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ.

ახვლედიანი აცხადებს, რომ "ოჯახს პირდაპირ უთხრეს, რომ გააჩერეთ ახვლედიანი".

"ოჯახს და გარდაცვლილს პირადად უთხრეს, რომ გაჩერდეს, მერე ისიც დააკონკრეტეს, რომ აღმკვეთ ღონისძიებას ამიტომაც გიფარდებთო..."- აღნიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ.

რაც შეეხება მამისეიშვილის კიდევ ერთ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ართმელიძის თვითმკვლელობას და ოჯახის უბედურებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საქმე მის ახლობლებს ეხებათ, და განცხადებებსაც იმიტომ აკეთებს, რომ არ უნდა მომავალში კიდევ რაიმე სახის პრობლემები შეექმნას.

"ეს განცხადებები იმიტომ იყო გაკეთებული, რომ იქნებ ვინმე დაფიქრდეს, აზრი დაატანონ და გაიაზრონ როგორ მოქცნენ ადამიანს. მე ვცდილობ, ჩემი შეხების წერტილი სადაც იყო ამ ოჯახთან, ვთქვა სიმართლე რა და როგორ იყო"- განაცხადა ახვლედიანმა.

სასტუმრო „არმაზის“ მეპატრონე ზაზა (ჯემალ) ართმელაძე გასულ კვირას იპოვეს გარდაცვლილი. სავარაუდოდ, მან თავი სწორედ იმ სასტუმროში ჩამოიხრჩო, სადაც ორი წლის წინ ტრაგედია დატრიალდა და რომელსაც 3 მოზარის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილმა სუიციდამდე წერილი ბიბლიაში ჩადო. 29 მაისით დათარიღებული წერილშიზაზა ართმელაძე მის სასტუმროში მომხდარი შემთხვევის შესახებ საუბრობს. ამავე წერილში გარდაცვლილი ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას აღწერს.

სასტუმრო "არმაზის" გარდაცვლილი მფლობელის ადვოკატი ,,ნიუპოსტთნ“ აცხადებდა, რომ პროკურატურამ რეალური დამნაშავის ვინაობა ვერ დაადგინა და ზეწოლას ართმელაძეზე ახდენდა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს 10 მაისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, ზაზა ა-ს კუთვნილ, ე.წ. „ხასანას“ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა.

ამ დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ „სიხარული-2-ის“ წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაგანაც სამი ადგილზე დაიღუპა.

ქობულეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა ალმოდებული შენობიდან 45 ადამიანი, მათ შორის, 30 მოზარდი, გამოიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაინიშნა სხვადასხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზა. საინჟინრო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სასტუმროში დარღვეული იყო სამშენებლო ნორმები და წესები, ხოლო სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენა დაკავშირებული იყო ელექტროტექნიკურ გაუმართაობასთან. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის კერა მდებარეობდა იმ ოთახში, სადაც გარდაცვლილი მოზარდები იმყოფებდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42