რა ვითარებაში შეხვდა პუტინი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს მაიკლ ფლინს
მსოფლიო - 12:11, 05 Jun, 2017     1582
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველთან რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოებას უარყოფს. მისი თქმით, მაიკლ ფლინთან მას „პრაქტიკულად არც უსაუბრია“.

პრესაში გავრცელებულ ფოტოზე, რომელიც 2015 წლის დეკემბერშია გადაღებული მაიკლ ფლინი პუტინის გვერდით ზის.

ამა წლის თებერვალში, მრჩევლად დანიშვნილდან ერთი თვის შემდეგ მაიკლ ფლინი იძულებული გახდა გადამდგარიყო, რუსეთის ელჩთან მისი კონტაქტების გამო. ამჟამად მაიკლ ფლინი ერთ ერთი მთავარი ფიგურანტია იმ გამოძიებისა, რომელიც ტრამპის საარჩევნო შტაბისა და კრემლის სავარაუდო კავშირებს სწავლობს.

„მე თქვენთან გაცილებით უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს, ვიდრე ბატონ ფლინთან. მე და თქვენ ერთმანეთს შევხვდით გუშინ საღამოს, დღეს მთელი დღეა ერთად ვმუშაობდით და ახლაც შევხვდით.“- განაცხადა პუტინმა NBC-ის ჟურნალისტთან მეგინ კელისთან საუბრისას.

„როდესაც მე მივედი Russia Today-ის ღონისძიებაზე და მაგიდასთან დავჯექი, ჩემს გვერდზე იჯდა ჯენტლმენი. მე წარმოვთქვი ჩემი სიტყვა. შემდეგ ჩვენ რაღაცებზე ვილაპარაკეთ, შემდეგ ავდექი და წამოვედი. ამის შემდეგ მე მკითხეს „თქვენ იცით ვინ ოჯდა თქვენს გვერდით? ის ოდესღაც უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.“ ეს იყო სულ. მე მას უბრალოდ გავესაუბრე“- განაცხად პუტინმა.

ამ კონფერენციაზე გამოსვლისთვის მაიკლ ფლინმა ჰონორარად 45 ათასი დოლარი აიღო და ასევე პატივი ერგო პუტინის გვერდით დამჯდარიყო. 2016 წლის აგვისტოში მაიკლ ფლინმა Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინის გვერდით დაჯდომა მას არ უთხოვია:

„მე ერთ-ერთი სტუმართაგანი ვიყავი, იქ საინტერესო ადამიანები იყვნენ. მე ვთვლი, რომ ეს რაღავ ახალის გასაგებად კარგი საშუალება იყო. მაგალითად იმის რომ პუტინი პატივს არ სცემს აშშ-ის ხელმძღვანელობას, არა თვითონ ამერიკას, არამეს ხელმძღვანელობას.“- აცხადებდა ფლინი მაშნდელ ინტერვიუში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42