დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის მოსახლეობას მიმართა. უპირველეს ყოვლისა, მან მადლობა მოუხადა ლონდონის პოლიციას სწრაფი რეაგირების, პროფესიონალიზმისა და მამაცობისთვის. მან დაღუპულთა და ადაშავებულთა ოჯახებს თანაგრძობა გამოუცხადა.
ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოში ბრიტანეთში მომხდარ ტერაქტებს არ აქვთ ერთმანეთთან კავშირი, თუმცა მათ ერთი საფუძველი აქვთ - ბოროტი იდეოლოგია, რომელიც ისლამის დამახინჯებასა და სიმართლის დამალვას ეფუძნება.
მეის სიტყვებით, ბრიტანეთმა აუცილებლად უნდა შეცვალოს ოთხი რამ:
1. ყველა თავდამსხმელს რადიკალური იდეოლოგია აერთიანებს. ამ იდეოლოგიის მხოლოდ სახედრო ძალით დამარცხება შეუძლებელია, უნდა მოხდეს პლურალისტული ღირებულების დაცვა რომელიც ყველა სიძულვილზე დაფუძნებულ იდეოლოგიაზე მაღლა დგას.
2. უნდა შემოვიღოთ კიბერ სივრცის რეგულირების ახალი წესები, რათა რადიკალების პროპაგანდისტებმა თავი თავისუფლად არ იგრძნონ.
3. უნდა მოვიშოროთ თავიდან ის აზრი, რომ ამ სამყაროშ არის უსაფრთხო ადგილები.
4. ანტიტერორისტული სტრატეგია უკანასკნელი მოვლენების პარალელურად უნდა ვითარდებოდეს.
დასასრულ, ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ცხოვრების ნორმალური რიტმი ქვეყანაში აუცილებლად აღდგება და საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილ დროს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






