კატრიონა ვაითმა თავი 2015 წლის 28 სექტემბერს მოიკლა, გავრცელებული ინფორმაციით მისი თვითმკვლელობის მიზეზი ჯიმ ქერისთან დაშორება და ამ ფონზე არსებული დეპრესია გახდა. ახალგაზრდა ქალმა სიკვდილის წინ წერილიც დატოვა სადაც აღნიშნავდა, რომ სიცოცხლის დასრულება სწორედ ამ დაშორებამ აიძულა.
კატრიონას სიკვდილის მიზეზი მედიკამენტების გადაჭარბებული რაოდენობით მიღება გახდა, აღნიშნული მედიკამენტები თავის დროზე ჯიმ ქერის მიერ იყო შეძენილი, ოღონდ ყალბი სახელით. ანონიმურობის შენარჩუნების მიზნით პოპულარული ადამიანები ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ, თუმცა გარდაცვლილი ქალის ოჯახს ჯიმ ქერის სიმართლეში ეჭვი შეაქვს.
მსახიობის ადვოკატი რეიმონდ ბუშემ აღნიშნულ ბრალდებას აბსურდული უწოდა და ლოს ანჯელესის უზენაეს სასამართლოს ბრალდების მოხსნისკემ მოუწოდა, თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ჯიმ ქერის სასამართლოს წინაშე წარდგომა 2018 წლის 26 აპრილს მოუწევს. სასამართლო სხდომები 20 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც ჯიმ ქერის მისამართით აღნიშნული ბრალდება გაისმა, მსახიობმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის თავის ღირსებას დაიცავს და მსგავს სისასტიკეში დადანაშაულებას არ შეეგუება:
„არის მომენტები ცხოვრებაში, როდესაც უნდა ადგე და ბოროტების წინაშე შენი ღირსება დაიცვა, მე არასოდეს შევეგუები ჩემი და ჩემი საყვარელი ქალის გამოყენების სასტიკ მცდელობას. მას პრობლემები ჩვენს შეხვედრამდე დიდი ხნით ადრე ქონდა. სამწუხაროდ არავის შეუძლია საკუთარი ტრაგიკული დასასრული გააკონტროლოს. იმედი მაქვს რომ ერთ დღესაც ადამიანები ამ ტრაგედიით სარგებლის მიღებას შეწყვეტენ და მასაც მოასვენებენ“- განაცხადა ჯიმ ქერიმ.
მასალის გამოყენების პირობები






