ლეო ვარადკარი 38 წლისაა, ის ინდოელი ემიგრანტი მამის და ირლანდიელი დედის ოჯახშია დაბადებული და ის იყო ირლანდიის მოქმედი ხელისუფლების პირველი წევრი, რომელმაც თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ ღიად განაცხადა.
„თუ ჩემი არჩევა რამის მანიშნებელია, პირველ რიგში იმის, რომ ცრუწარმოდგენები ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ვერ ახდენს. როდესაც მამაჩემმა გამოიარა 5000 მილი იმისთვის, რომ ირლანდიაში დამკვიდრებულიყო, მას არც უოცნებია, რომ ოდესმე მისი შვილი ქვეყნის ლიდერი გახდებოდა და განსხვავების მიუხედავად, ადამიანებს მათი ქმედებებით განსჯიდნენ და არა მათი იდენტობით“- განაცხადა ლეო ვარადკარმა.
როდესაც ლეო ვარადკარი 12 ივნისს თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ის გახდება ირლანდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეთაური, ასევე პირველი პრემიერი, რომელსაც მამა წარმოშობით უცხოელი ჰყავს და პირველი პრემიერი, რომელიც ღია გეია.
ირლანდიაში სადაც აბორტი ჯერ კიდევ აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სადაც ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 1993 წელს მოხდა და სადაც ცოლ-ქმრის გაყრა, მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის წინ გახდა ნებადართული, ვარადკარის არჩევა ახალი ეპოქის დასაწყისია.
„მე არ ვარ პოლიტიკოსი რომელიც მხოლოდ ნახევრად ინდოელია, გეია და ექიმია. ეს მხოლოდ ჩემი პიროვნების შემადგენელი ასპექტებია.“- განაცხადა ვარდაკარმა.
მასალის გამოყენების პირობები






