იური ნოზაძე ორგანიზაციის „People in Need“ ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:55, 02 Jun, 2017     1861
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need) ახალი პროექტის „რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“ პრეზენტაციას დაესწრო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის მისიას აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის.

„ქვეყნაში აგრარული მიმართულების განვითარებისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) უმნიშვნელოვანესია. საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის მზაობა და შემდგომ განხორციელება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის ბაზრის ათვისებისთვის, ამისთვის უნდა მოხდეს დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება, რაშიც საკუთარი დიდი წვლილი უნდა შეიტანონ სამოქალაქო ორგანიზაციებმა“, - განაცხადა იური ნოზაძემ და ამ კუთხით ახალი პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need) საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ლორია გონის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის არის შესაძლებლობაც და გამოწვევაც. მცირე მეწარმეებს სჭირდებათ დახმარება ახალ მოთხოვნებთან ადაპტირებისთვის და სოფლად მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა მნიშვნელოვანი ფაქტორია.

აღნიშნული პროექტის მიზანია, რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება. იმერეთის, მცხეთა­-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-­ჯავახეთის, სამეგრელო-­ზემო სვანეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში აღნიშნული ორგანიზაციები, ასევე ყაზბეგის, ლაგოდეხის, ბორჯომის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ახალქალაქის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებული განვითარების ჯგუფები (LAG) პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ტრენინგების მეშვეობით შეიძენენ აუცილებელ ცოდნას ევროპის ბაზარზე ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზზე, რითაც ადგილობრივ მწარმოებლებს საექსპორტო პოტენციალის მქონე ადგილობრივი პროდუქციის გამოვლენაში დაეხმარებიან.

პროექტის პრეზენტაციას სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის, დონორი ორგანიზაციების, ბიზნესწრეებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42