გასულ წელს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებებმა ვარსკვლავებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, გაიმართა არაერთი აქცია, გაკეთდა ტრამპის საწინააღმდეგო უამრავი განცხადება. დღესაც იგივე დილემის წინაშე აღმოჩნდა აშშ-ის 45-ე არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც გაამჟღავნა თავისი გადაწყვეტილება, დატოვოს პარიზის შეთანხმება.
ვარსკვლავები ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით ეხმაურებიან:
„პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ის გადის პარიზის შეთანხმებიდან. ჩემი მესიჯი თქვენთვის ბატონო პრეზიდენტო არის ის, რომ როგორც საჯარო მოხელე და განსაკუთრებით პრეზიდენტი, თქვენი უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა საკუთარი ხალხის დაცვა. 200 ათასი ადამიანი იღუპება აშშ-ში ყოველწლიურად დაბინძურებული ჰაერის გამო და ჩვენი მდინარეებისა თუ ნაკადულების ნახევარი ზედმეტად დაბინძურებულია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია ვისხდეთ უკანა რიგებში და არაფერი ვაკეთოთ მაშინ, როცა ხალხი ავადდება და კვდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რომ არსებობს სხვა გზა. ამიტომ, გთხოვთ ბატონო პრეზიდენტო, აირჩიეთ მომავალი,
ხალხი წინ აღუდგება, სხვა ლიდერები ადგილობრივი ხელისუფლებებიდან წინ აღუდგება და შეავსებენ იმ სიცარიელეს, რასაც თქვენ ქმნით. როგორც ყველა დიდებული მოძრაობა კაცობრიობის ისტორიაში, ჩვენი სუფთა მომავალი იწყება მასობრივი მოძრაობით ჩვენს საზოგადოებაში, ქალაქებსა და შტატებში. კლიმატის დაბინძურების გამომწვევი მიზეზების 70% შესაძლოა იყოს კონტროლირებადი შტატებისა და ადგილობრივ დონეზე“, - მიმართავს შვარცნეგერი დონალდ ტრამპს.
ტრამპის გადაწყვეტიებას „ტვიტერზე“ ჯონ ლეჯენდიც ეხმაურება:
„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ნაბ....რი. ეს სასწრაფოა. მიეცით ხმა 2018-ში. ტრამპი ჩვენი ერის დაბრკოლებაა“, - წერს მუსიკოსი.
მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო აღნიშნავს, რომ ჩვენს პლანეტას სასწრაფოდ სჭირდება შველა.
„დღეს ჩვენი პლანეტა დაზარალდა. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია მოქმედება“, - წერს ვარსკვლავი „ტვიტერზე“.
კეტი პერი კი ტრამპს სთხოვს იფიქროს ბავშვებზე, რომლებსაც მისი გადაწყვეტილებით ცხოვრება მოუწევთ:
„მოწიწებით გთხოვთ იფიქროთ ჩვენს შვილებზე, მათ შვილებზე და ყველა ბავშვზე, ვისაც თქვენი გადაწყვეტილებით მიღებული შედეგებით ცხოვრება მოუწევთ“
მსახიობი მიშელ როდრიგესი: „როგორ აქცევს პარიზის შეთანხმებიდან გასვლა ამერიკას კვლავ დიდებულად? ამერიკა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებელია მთელს პლანეტაზე“
მსახიობი ბენ სტილერი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკანგადაგმულ დიდ ნაბიჯს უწოდებს.
ჩელსი ჰანდლერი ტრამპის ირონიულობაზე საუბრობს: „როგორც ჩანს დონალდ ტრამპი ვერ იაზრებს იმ ირონიას, რომელიც განცხადების გაკეთების დროს მწვანე ბალახზე დგომაში გამოიხატება“
აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამერიკა პარიზის 2015 წლის შეთანხმებას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დატოვებს. აღნიშნულის მიზეზად აშშ-სთვის არასასურველი პირობები დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ იგი მზად არის მოლაპრაკების მაგიდასთან დაჯდეს და ქვეყნისთვის მისაღები პირობების მიღების შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდეს შეთანხმებას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრამპის გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა და აღნიშნა, რომ შეთანხმება არ გადაიხედება.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებიც და ღრმა შეშფოთება გამოთქვეს.
საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს კანადისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმაც და აშშ-ის გადაწყევტიელბა დაიწუნეს.
ათეულობით ტოპ-მენეჯერი ტრამპს პარიზის შეთანხმებისგან გამიჯვნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას უწუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს აღნიშნული პირობა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა მოქმედება გადაწყვიტა, ვნებათაღელვა დაიმსახურა.
მასალის გამოყენების პირობები






