Tesla-სა და SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა ელონ მასკმა პრეზიდენტ ტრამპის ორი ბიზნეს-საკონულტაციო საბჭო დატოვა მას შემდეგ, რაც ტრამპმა პარიზის შეთანხმების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გაამჟღავნა.
„მე ვემიჯნები საპრეზიდენტო საბჭოებს. კლიმატის ცვლილება რეალურია. პარიზის დატოვება არ არის კარგი არც ამერიკისთვის და არც მსოფლიოსთვის“, - დაწერა მასკმა „ტვიტერზე“.
მასკმა განაცხადა, რომ იგი დატოვებს საკონულტაციო საბჭოებსაც იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი გაემიჯნება შეთანხმების პაკეტს.
აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამერიკა პარიზის 2015 წლის შეთანხმებას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დატოვებს. აღნიშნულის მიზეზად აშშ-სთვის არასასურველი პირობები დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ იგი მზად არის მოლაპრაკების მაგიდასთან დაჯდეს და ქვეყნისთვის მისაღები პირობების მიღების შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდეს შეთანხმებას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრამპის გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა და აღნიშნა, რომ შეთანხმება არ გადაიხედება.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებიც და ღრმა შეშფოთება გამოთქვეს.
საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს კანადისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმაც და აშშ-ის გადაწყევტიელბა დაიწუნეს.
მასალის გამოყენების პირობები






