ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ პარიზის 2015 წლის შეთანხმებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე დატოვებს, დიდი განხილვა და გამოხმაურებები მოჰყვა საერთაშორისო დონეზე.
გაეროს წარმომადგენელმა ანტონიო გუტიერესმა აღნიშნულ განცხადებას „სერიოზული იმედგაცრუება“ უწოდა, მაშინ როდესაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ „ეს არის სამწუხარო დღე მთელი მსოფლიოსთვის“.
აშშ-ს რესპუბლიკელებმა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა კი ტრამპის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. ტრამპის განცხადებით გაერთაინებამ „დასაჯა“ აშშ და ეს მილიონი ამერიკელის სამუშაო ადგილად დაუჯდებათ.
თეთრ სახლში განცხადების გაკეთებისას, ტრამპმა თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის ახალ შეთანხმებასთან მიმართებით ან თავიდან გაწევრიანებაზე, მაგრამ ახალი პირობების ფონზე.
„მე პიცბურგის მოქალაქეების წარმომადგენლად ამირჩიეს და არა პარიზის წარმომადგენელად“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
2015 წლის პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის თაობაზე ხელი არ მოაწერა მხოლოდ ორმა ქვეყანამ - სირიამ და ნიკარაგუამ. ეს შეთანხმება აშშ-სა და კიდევ 187 ქვეყანას ავალდებულებს აკონტროლოს ზრდადი გლობალური ტემპერატურა და ხელი შეუწყოს მისი 2 გრადუსით დაწევის პროცედურებს ინდუსტრიალურ დონეზე.
ამ გადაწყვეტილებას მსოფლიო ლიდრეების რეაქციები მოჰყვა:
საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: „გეუბნებით მკაცრად: ჩვენ არ გადავხედავთ შეთანხმებას, არ არსებობს ამისთვის არავითარი საშუალება. არ არსებობს გეგმა ბ, რადგან არ არსებობს პლანეტა ბ“.
კანადის პრეიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო: „ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გავიდეს პარიზის შეთანხმებიდან. კანადა განაგრძობს ბრძოლას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ და მხარს უჭერს წმინდა ეკონომიკურ ზრდას“
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი: „პრემიერ-მინისტრი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ამ გადაწყვეტილების გამო და ხაზს უსვამს, რომ დიდი ბრიტანეთი ძველებურად მხარს უჭერს პარიზის შეთანხმებას“
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი: „პრეზიდენტი რომელიც გვპირდებოდა „უპირველესად ამერიკა“-ს, გადაწყვიტა თვითგანადგურებისკენ მიმართული ნაბიჯის გადადგმა, რომელიც დიდი ხნით ჩააყენებს რთულ სიტუაციაში ჩვენს ქვეყანას. იგი აშშ-ს იზოლაციას მოახდენს მაშინ, როცა ჩვენ მთელი მსოფლიო გავაერთიანეთ“
ტრამპმა ბრიფინგის ფარგლებში ასევე განაცხადა: „ჩვენ არ გვსურს სხვა ლიდერებმა და სხვა ქვეყნებმა კვლავ დაგვცინონ - და ასე ვეღარ მოიქცევიან“
აღნიშნული გადაწყევტილება პროტესტის გამომწვევი გახდა აშშ-ს მოსახლეობაში. მათი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები






