გერმანული სინქროტრონული ცენტრის DESY-ს მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში მინიატურული შავი ხვრელის შექმნა შესძლეს,
ჟურნალ Nature-ის ცნობით, მეცნიერებმა იოდის ატომი ხელოვნურ შავ ხვრელად გარდაქმნეს. ამ მიზნით, მათ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რენტგენული ლაზერის LCLS სხივი დააფოკუსირეს 100 ნანომეტრის ზომის წერტილზე, რის შედეგადაც გამოსხივების სიმძლავრემ კვადრატულ სანტიმეტრზე ათ მილიარ გიგავატს მიაღწია, ანუ იმ ზღავრს, როდესაც ვლინდება ულტრარელატივური ეფექტები და სინათლე სპონტანურად იქცევა მატერიად და ანტიმატერიად.
"ჩვენ მოვახდინეთ იოდის ატომის ყველა ელექტრონის "კატაპულტირება" და ის, მცირე ხნით, შავი ხვრელის ანალოგად ვაქციეთ. შესაბამისად, მან დაიწყო ელექტრონების მიზიდვა იმავე სიძლიერით, როგორც მაგალითად ათი მზის წონის შავი ხვრელი," - აცხადებს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი რობინ სანტრა.
მეცნიერებმა ასევე შეამოწმეს, თუ როგორ ურთიერთქმედებაში შევიდოდა იოდის ეს ატომი სხვა მოლეკულებთან და ატომებთან და ამ მიზნით იოდი ეთანისა და მეთანის მოლეკულებთან შეაერთეს, რადგან ეს ატომები რენტგენის ლაზერის სხივებით დასხივებაზე არ რეაგირებენ. რეზულტატი ფანტასტიური აღმოჩნდა - სულ რაღაც 30 ნანოწამის შემდეგ იოდის ატომები, ლაზერის დასხივების შედეგად, ელქტრონულ შავ ხვრელებად იქცნენ და ნაერთის სხვა ელექტონების მიზიდვა დაიწყეს, მათი კოსმოსური ანალოგების მსგავსად.
შედეგად იოდომეთანის მოლეკულამ თავისი დეზინტეგრაცია მოახდინა. მეცნიერები თვლიან, რომ დაახლოებით მსგავსი მოვლენები შეიძლება მოხდეს რენტგენული გამოსხივების ცოცხალ ორგანიზებთან კონტაქტის შედეგად და ამ პროცესის შესწავლა დაგვეხმარება როგორ შევამციროთ, ან გავანეიტრალოდ რადიაციის მიერ მიყენებული ზიანი.
მასალის გამოყენების პირობები






