მშობლებს სურდათ მის ფეისბუკგვერდზე და მიმოწერაზე წვდომა ქონოდათ, იმისათვის რომ გაერკვიათ შეეძლო თუ არა მათ შვილს თავი მოეკლა.
2015 წელს სასამართლოს პირველმა ინსტანციამ, მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, ჩათვალა რა, რომ დაღუპული ადამიანის სოციალური ქსელის ექაუნთი, ისევე როგორც დღიური ან წერილი , გერმანიაში მოქმედი კანონის თანახმად შესაძლოა მის უახლოეს ნათესავს გადაეცეს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. Facebook-ის ადმინისტრაციის განცხადებით, გარდაცვლილი გოგონას ფეისბუკგვერდზე წვდომის უფლებას ვერ გასცემდნენ, იმ მიზეზით რომ მისი მიმოწერა შესაძლოა სხვა ფეისბუკმომხმარებლების კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავდეს.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ფეისბუკის სასარგებლოდ გამოიტანა. მშობლებს უფლება აქვთ აპელაცია ამჯერად ფედერალურ უზენაეს სასამართლოსი შეიტანონ,
მასალის გამოყენების პირობები






