მოდელი აცხადებს, რომ ის Hyundai-მ სამსახურიდან მენსტრუაციის გამო გაუშვა
მსოფლიო - 12:23, 01 Jun, 2017     35868
მოდელი რეიჩელ რიკერტი კომპანია Hyundai-ს უჩივის, მისი თქმით კომპანიამ სამსახურიდან მენსტრუაციის გამო გაუშვა.

27 წლის მოდელის განცხადებით აპრილში, ნიუ-იორკში მოწყობილი ავტოშოუს დროს მან საპირფარეშოში გასვლა მოითხოვა, თუმცა დიდი რაოდენობის ვიზიტორების გამო მას ამაზე უარი უთხრეს. შედეგად მან ტამპონის დროულად გამოცვლა ვერ მოასწრო, რის გამოც მას მთლიანად საცვლის და კოლჰოტის გამოცვლა მოუწია, რაზეც მან თავის აგენტს აცნობა. BBC-სთან ინტერვიუში მოდელი აცხადებს, რომ ავტოკკონცერნის წარმომადგენლებმა მას მომდევნო დღეს დასვენება შესთავაზეს, მაგრამ მას არ სურდა საათობრივი ანაზღაურება დაეკარგა და სამუშაოდ მაინც გავიდა. თუმცა მას დაუკავშირდა თავისი აგენტი და აცნობა, რომ Hyundai-ს აღარ სურს მასთან თანამშრომლობის გაგრძელება, „იმის გამო, რომ მას მენსტრუაცია აქვს“.

„მე გაოგნებული და ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ვტიროდი. მე ხომ ამ შოუში მონაწილეობის გამო სხვა შემოთავაზებებზე ვთქვი უარი. განცდა იყო- რა? ეს შეუძლებელია!“- აცხადებს რეიჩელი.

მოგვიანებით მან საჩივარი შეიტანა აშშ-ის დასაქმების უფლებადამცველ კომისიაში. მოდელი, რომელსაც 50-მდე მსგავს გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული აცხადებს, რომ ავტოკონცერნის ქმედებების გამო თავს შერცხვენილად გრძნობს.

Hyundai Motor-ის ამერიკული ფილიალმა ინციდენტის გამოძიების პირობა დადო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42