აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
"კომპანია პროგრესი პლუსი გაკვირვებულია იმით, რომ კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით პრეტენზიებს ისმენს ქალბატონი ირმა ნადირაშვილისგან, რომელიც "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პირობებში ერთდროულად ოთხ ხელფასს იღებდა ( მგონი არც ახლა უჩივის ხელფასების სიმცირეს) და მისი და მისი საახლობლოს ოჯახები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ძღომა–განხცრომაში იმყოფებოდნენ. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი გივი თარგამაძისგან, რომელიც თვეების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა განცხრომით და დიდ ბიზნესებეს ატრიალებდა, ხოლო მისი ძმა, რომელსაც თბილისში " გამარჯვებული ხალხის ძმის" მეტსახელით იცნობენ და რომელიც ასფალტიდან დაწყებული მშენებლობით დამთავრებული ყველა ტენდერს იგებდა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში.
ამიტომ იძულებული ვართ პასუხი გავცეთ ამ ბრალდებებს. მაგ დროს ძალიან ბევრი ჩვენი ომის ვეტერანი თავის გატანას და ოჯახის გამოკვებას გაჭირვებით ახერხებდა. როდესაც შიმშილის პირას მისულმა ვეტერანებმა პროტესტის გამოხატვა სცადეს უკიდურესი გაჭირვების გამო თქვენი ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა მათ. ( რამე ტყუილს ხომ არ ვამბობთ?). "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს რომელიმე ჩვენგანს რომ გაებედა ტენდერში მონაწილეობა და მოგება, მეორე დღესვე საპყრობილეში ამოყოფდა თავს და ამის მაგალითების მოყვანაც შეიძლება
გულწრფელად გვინდა ვთქვათ. 2 ოქტომბრის შემდეგ, როცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება შეიცვალა და ეს საშინელი ზეწოლა საზოგადოებაზე მოიხსნა, ჩვენ, ომის ვეტერანებს მოგვეცა საშუალება პატიოსანი შრომით შეგვენახა ოჯახები და დაგვესაქმებინა ვეტერანები. ჩვენი მეგობრის, თურქეთის მოქალაქე ეროვნებით ქართველი ბიზნესმენის ინიციატივით და დახმარებით შევქმენით კომპანია "პროგრესი პლიუსი", რომელმაც აიღო თავზე ფირმის ფუნქციონირება, პროდუქცის მოწოდება და ვეტერანთა დასაქმება.
სწორედ ასე შეიქმნა "პროგრესი პლიუსი" და მის დირექტორად ჩვენი პარტნიორისავე რეკომენდაციით დაინიშნა გიორგი სიმონიანი, როგორც მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
შესაძლებელია ნდობაში ერთ–ერთი ფაქტორი ისიც იყო, რომ გიორგი სიმონიანი გიორგი ყარაყარაშვილის ნათლულია.
ჩვენი პარტნიორი ბიზნესმენის დახმარებით პროგრესი პლიუსმა გააფორმა გენერალური ხელშეკრულება საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ უმსხვილეს უცხოურ კომპანიასთან პროდუქციის მოწოდების თაობაზე თურქეთიდან, რასაც დღემდე ხელშეკრულების ყველა წესის და მოთხოვნის მიხედვით ასრულებს. კომპანია "პროგრესი პლიუსი" არის თურქეთის ორი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელი საქართველოსა და კავკასიაში (თქვენი გაგებით ალბათ ესეც კორუფციული სქემაა)
ამავე პარტნიორის ინიციატივით კომპანია "პროგრესი პლიუსმა" მიიღო მონაწილეობა 20–მდე ტენდერში და აქედან მხოლოდ სამ ტენდერში გამოვიდა გამარჯვებული.
ძვირფასო ირმა, გივი და კიდევ სხვებო! კარგად მოგეხსენებათ, რომ ელექტრონული ტენდერი სრულიად კონფიდენციალურია და მასში გამარჯვებულის ვინაობა ირკვევა მხოლოდ ტენდერის დამთავრების შემდეგ. ამავდროულად ტენდერს ატარებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და არა თავდაცვის სამინისტრო.
იქნებ ჰკითხოთ "თეგეტა მოტორსს", სჭირდება თუ არა ნაცნობობა ტენდერში 300 ათასი ლარით ნაკლები თანხით შეთავაზებით მოგებას. სამივე ტენდერის მოგების შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე კომპანია "პროგრესი პლიუსი" ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წესის და მოთხოვნის დაცვით აწარმოებს პროდუქციის სამინისტროსთვის მიწოდებას.
არც ტენდერების ჩატარების წინ და არც მის მერე, ხელშეკრულების პირობების შესრულებისას გიორგი ყარაყარაშვილის სახელი არ გამოყენებულა არსად და არც მისი ირაკლის ალასანიას ურთიერთობებზე აპელირება მომხდარა.
მივმართავთ საზოგადოებას, თუ ტენდერში "თეგეტა მოტორსი" მოიგებდა სამასი ათასი ლარით უფრო ძვირი შეთავაზებით, ეს არ იქნებოდა კორუფციული სქემა და კომპანია "პროგრესი პლიუსის" მიერ შეთავაზებული დაბალი თანხა კორუფციაა?
2013 წლის 5 ოქტომბრის შემდეგ, ქრონიკული ფილტვის ანთების გამო გიორგი ყარაყარაშვილი პერმანენტულად იწვა საავადმყოფოებში და ამ ტენდერების ჩატარების დროს იმყოფებოდა საზღვარგარეთ ოპერაციის გამო.
ძვირფასო ირმა, გივი და კიდევ სხვებო! ამას თქვენ ვერ გაიგებთ და ვერ დაიჯერებთ, რადგან თქვენთვის უანგარო და პატიოსანი ურთიერთობები სრულიად უცხოა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მხოლოდ არაჯანმრთელი სულის და გონების მქონე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს შეუძლია ორი ადამიანის ურთიერთსაპატივცემულო ურთიერთიობები, რომელიც სათავეს 1993 წლის 27 სექტემბრიდან იღებს, 1 ლარის გაყოფის ურთიერთობამდე დაიყვანოს.
ბოდიშს ვუხდით თავდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრს, რომ გია ყარაყარაშვილის სახელი არაკეთილსინდისიერად იქნა გამოყენებული პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ", - ნათქვამია კომპანია "პროგრესი პლუსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






