აქციის მსვლელობისას მიხელ სააკაშვილი უკრაინის იუსტიციის მინისტრს, პაველ პეტრენკოს შეხვდა. მინისტრის პასუხი მიუღებელი აღმოჩნდა სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის. სააკაშვილმა პეტრენკო სიცრუეში დაადანაშაულა და უთხრა, რომ ასეთ მინისტრებს საქართველოში მისი ხელისუფლების პირობებში პასუხს აგებინებდნენ.
ამის შემდეგ მინისტრის კაბინეტში სიტუაცია უმართავი გახდა.
იუსტიციის მინისტრის კაბინეტის დატოვების შემდეგ, მიხელ სააკაშვილმა მხარდამჭერებს განუმარტა, რომ ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.
აქციის დასრულების შემდეგ, უკრაინის იუსტიციის მინისტრი, პაველ პეტრენკომ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.პეტრენკო სარჩელის შეტანას ცილისწამებისთვის აპირებს.
მისი განცხადებით, დღეს, იუსტიციის სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის პარტიის Рух нових сил სახელის შეცვლის რეგისტრაციაზე და ამავდროულად, „მიხეილ სააკაშვილის ბლოკის" უკანონოდ დარეგისტრირებაზე.
„იუსტიციის სამინისტრომ ზუსტად ნახევარი წლის წინ დაარეგისტრირა პარტია Рух нових сил…რაც შეეხება იმ ფაქტს, სამინისტრო თითქოს არ არეგისტრირებს პარტიის სახელის შეცვლას Рух нових сил Міхеїла Саакашвілі-ზე, დღეისათვის, არანაირი დოკუმენტი სააკშვილის პარტიის სახელწოდებასთან დაკავშირებით, სამინიტროში შემოსული არ არის“ - განაცხადა პეტრენკომ.
იუსტიციის მინისტრმა, განცხადებას, სახელის შეცვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, მანიპულაცია უწოდა და დასძინა, რომ პარტიის სახელის ცვლილება დარეგისტრირდება მაშინ, როცა პარტია ყველა საჭირო დოკუმენტს წარადგენს.
რაც შეეხება პარტია "სააკაშვილის ბლოკს“, პეტრენკომ განმარტა, რომ ამ პარტიის რეგისტრაცია სამინისტრომ სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოახდინა.
„ერთი წლის წინ უკრაინის მოქალაქეების ჯგუფმა, რომელთა შორის იყო სააკაშვილის მოგვარე, „სააკაშვილის ბლოკის“ რეგისტრირებაზე დოკუმენტები წარადგინა. უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ კი აღნიშნული პარტიის რეგისტრაციაზე უარი განაცხადა. ამ მოქალაქეებმა სასამართლოს მიმართეს და დაახლოებით ერთი წელი მათ პროცესები ჰქონდათ“ - განაცხადა პეტრენკომ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა ერთი წლის განმავლობაში საქმეში არ ჩარეულა.
„დღეს კი ფაქტს ისე იყენებს, თითქოს სამინისტრომ უკანონოდ დაარეგისტრირა პარტია“ - აცხადებს მინისტრი.
„დღეს როცა აქცია დავინახე, მისი ინიციატორები კონსტრუქციულ დიალოგზე მოვიწვიეთ. ამ მოლაპარაკებას ესწრებოდა რამდენიმე დეპუტატი და თავად მიხეილ სააკაშვილიც. მე მათ ავუხსენი, რომ რეგისტრაციისთვის, საჭირო იყო სავალდებულო დოკუმენტების წარდგენა, რათა ყველაფერი კანონის ფარგლებში განხორციელდეს“ - დასძინა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






