პრინცმა უილიამმა საკმაოდ გულახდილი და ემოციური ინტერვიუ მისცა GQ-ს . ისაუბრა მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების დახმარებაზე, ოჯახურ ცხოვრებასა და დედის გარდაცვალებაზე.
მისი თქმით, დედის გარდაცვალებით გამოწვეული სტრესის დასაძლევად 20 წელი დასჭირდა.

„ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ადრე და მასზე საუბარიც უფრო ღიად შემიძლია. ამისთვის 20-წლიანი ბრძოლა დამჭირდა. თუმცა, ტკივილი არასდროს გტოვებს, უბრალოდ მასთან ერთად ცხოვრებას სწავლობ“ - ამბობს პრინცი.
უილიამის თქმით, აღნიშნულ ტკივილის გადატანაში ოჯახი დაეხმარა და თვითონაც ცდილობს, შვილებს სტაბილური და ნორმალური ცხოვრება ჰქონდეთ.
„ მინდა, ჯორჯი რეალურ, ნამდვილ სამყაროში გაიზარდოს, არ მინდა, რომ მხოლოდ სასახლის კედლებში იზრდებოდეს, ის მას უნდა გასცდეს. მედია ამას ართულებს, მაგრამ ვიბრძოლებ, რომ მათ ნორმალური ცხოვრება ჰქონდეთ“ - აღნიშნავს პრინცი უილიამი.
მისი თქმით, ძალიან აკლია დედის რჩევები და ისურვებდა, პრინცესა დაიანას ქეითის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონოდა.
„ მისი რჩევები ძალიან მაკლია. ძალიან მინდა მას ქეითთან შეხვედრა შეეძლოს და ნახოს, როგორ ვზრდით შვილებს. ვდარდობ, რომ ისინი მას ვეღარასდროს გაიცნობენ“ - განაცხადა პრინცმა.
ეს, პრინცი ჰარის პირველი ინტერვიუ დედის შესახებ. სამეფო ოჯახი ლედი დაიანას გარდაცვალების შესახებ საუბარს, მუდამ თავს არიდებდა.
გასულ თვეს, დედის გარდაცვალებით გამოწვეულ სირთულეებზე, გულწრფელად ისაუბრა პრინცმა ჰარიმაც.
შეგახსენებთ, 20 წლის წინ, 1997 წელს, პრინცესა დაიანა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
პრინცი ჰარისა და უილიამის ინიციატივით კი კენსინგტონის სასახლის ბაღში პრინცესა დაიანას მემორიალური ძეგლი დაიდგმება. სულ მალე კი Feud-ის მეორე ნაწილი გამოვა. სერიალის მეორე სეზონი, პინცესა დაიანას ცხოვრებას შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები






