საპარტნიორო ფონდს სინგაპურის დელეგაცია ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:12, 30 May, 2017     1454
საპარტნიორო ფონდში სინგაპურის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. სინგაპურის ოფიციალური დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს სწავლობს.

საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრას სინგაპურის მხრიდან კომპანია PTO Holdings-ის ჯგუფის ხელმძღვანელი პიტერ ტანი, GREAT AMWEIVAN INSURANCE COMPANY-ის დირექტორი ლინდა ტანი, კომპანია FROTH-ის გენერალური მენეჯერი ლიმ ლი ფინი და სინგაპურის საპატიო კონსული საქართველოში ტან შოუ ი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან კი შეხვედრას ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია დაესწრნენ.

ფონდის მენეჯმენტმა სინგაპურის ოფიციალური დელეგაციის წევრებს ფონდის მანდატი, ფუნქცია, პრიორიტეტები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აზიელი ინვესტორები საქართველოში ენერგეტიკის, დაზღვევის, მშენებლობისა და ტურიზმის სფეროებით დაინტერესდნენ. ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

PTO Holdings -ი არის სინგაპურში უმსხვილესი კონგლომერატი, რომელიც ბიზნესებს დაფინანსებისა და დაზღვევის ალტერნატიურ სერვისებს სთავაზობს და ათობით კომპანიას აერთიანებს. სინგაპურის დელეგაცია, რომელსაც PTO Holdings -ის ჯგუფის მმართველი პიტერ ტანი ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ხვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42