შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოს 7 რწმუნებული დააკავა
სამართალი - 16:41, 13 Jun, 2013     974

ყველა მათგანი ამჟამად დაკავებულია.

 



მათ შორის არიან: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის რწმუნებული გივი რამაზაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის რწმუნებული ვაჟა არუთინაშვილი, რომლებმაც ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარე 100 ჰექტარი მიწისა და მის შემოგარენში არსებული ტყის მასივის იჯარით გაცემის ნებართვის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღეს 10 000 ლარი.



ასევე, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავეს: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტარიელ გურგენიძე; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდას რწმუნებული ირაკლი ხირდაევი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის რწმუნებული დავით სუხიაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშას რწმუნებული გელა შიოლაშვილი; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯის რწმუნებული ჰოვჰანნეს თევანიანი და ქრთამის აღებაში მონაწილე პირი მანველ აბრაგიანი.



გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 11-12 ივნისს აღნიშნულმა პირებმა წინასწარი შეთანხმების მიხედვით, შეადგინეს და ყალბი ცნობა გასცეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის შესახებ, რის სანაცვლოდაც მათ ქრთამის სახით აიღეს გარკვეული თანხები.



ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება გამოძიება ანალოგიურ და სხვა კორუფციულ სქემებში ჩართული საჯარო მოხელეების მხილების მიზნით.



გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნიშნული მუხლი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42