ანჯელინა, შაილო, მედოქსი, პაქსი, ზაჰარა, ვივიენი, კნოქსი და მიკი, მინი, დინგო. თავი ყველამ ერთად მოიყარა გასულ შაბათ-კვირას დისნეილენდში. ექვსი შვილის დედა ანჯელინა ჯოლიმ თავისი შვილის შაილოს მე-11 დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ ასე გადაწყვიტა.
ანჯელინამ ბავშვებთან ერთად ითამაშა და გაერთო, შაილოს დაბადების დღეს არ დასწრებია მამა- ბრედ პიტი, ის თავისი მეგობრის, მომღერალ კრის კორნელის დაკრძალვაზე იყო წასული.
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის გოგონა შაილო ნუველ ჯოლი პიტი 2006 წლის 27 მაისს, ნამიბიაში დაიბადა.
გასაკვირი არაა რომ პიტისა და ჯოლის შვილები მედიის მუდმივი ყურადღების ქვეშ არიან, გამონაკლისი არც შაილოა. დასავლური მედია ბევრს წერდა შაილოს ჩაცმის სტილზე. გოგონას ღრმა ბავშვობიდან ბიჭების ტანსაცმელი ეცვა და მოკლე ვარცხნილობას ატარებდა. თითქმის არავის ახსოვს კაბაში.
აღსანიშნავია, რომ შვილის ასეთი ქცევა არასოდეს აწუხებდა მის მშობლებს. ჯოლისა და პიტს ბევრჯერ აღუნიშნავთ, რომ შვილებს საკუთარი თავის გამოხატვის სრულ თავისუფლებას აძლევენ და შაილოს არც კაბის ჩაცმას აიძლებენ, რადგან მას ჩაცმის სხვა სტილი მოსწონს.





მასალის გამოყენების პირობები






