პანამელი დიქტატორი მანუელ ანტონიო ნორიეგა გარდაიცვალა
მსოფლიო - 12:53, 30 May, 2017     2277
პანამის ხელისუფლებამ, ქვეყნის ყოფილი დიქტატორის მანუელ ანტონიო ნორიეგას გარდაცვალების შესახებ განაცხადა.


83 წლის ნორიეგა სიცოცხლის ბოლო წუთებამდე შიდა პატიმრობაში იმყოფებოდა, სადაც მისი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, რაც პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობაში, კორიფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს.

როგორც სააგენტო ფრანს პრესი იტყობინება, მას ცოტა ხნის წინ ტვინის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა.

ყოფილი დიქტატორი , რომელიც პანამის ხელისუფლებაში 1983 წელს მოვიდა, თავდაპირველად კომუნიზმთან ბრძოლაში აშშ-ის მოკავშირედ განიხილებოდა, თუმცა 1980-იან წლების ბოლოს ქვეყანა ნარკოდილერების მფარველად გადააქცია, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ოპოზიციას, აპატიმრებდა და აწამებდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს.

1989 წლის დეკემბერში, ნორიეგას დიქტატურული რეჟიმის დასამხობად ამერიკის ჯარები პანამაში შევიდნენ და ნორიეგა დააპატიმრეს, სამ წელში კი ფლორიდის სასამარლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2008 წელს ნორიეგა ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, თუმცა საფრანგეთში ექსტრადირების მოლოდინში, ციხეში დარჩენა მოუწია.

საქმე იმაშია, რომ 1999 წელს, საფრანგეთის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 10-წლიანი პატიმრობა ნარკოტრეფიკინგისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.

საფრანგეთში ექსტრადირების შემდეგ, 2011 წელს, ნორიეგას ექსტრადირების მოთხოვნით საფრანგეთს პანამის ხელისფლებამ მიმართა.

ნორიეგა პანამაში 2011 წელს დაბრუნდა.

საკუთარმა ქვეყნის სასამართლომ, ჯერ კიდევ 1995 წელს, დაუსწრებლად მიუსაჯა 20 წლიანი პატიმრობა პოლიტიკური მოტივით განხორციელებული მკვლელობების გამო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42