"ქიმიური იარაღის გამოყენებას, საფრანგეთიდან პასუხი მოჰყვება"- რა მოთხოვნები წაუყენა მაკრონმა პუტინს
მსოფლიო - 20:39, 29 May, 2017     9860

საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ვერსალში შეხვდნენ. მათი შეხვედრისას საუბრის მთავარი თემები სირია, უკრაინა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

შეხვედრამდე ემანუელ მაკრონმა პირობა დადო რომ დიალოგი იქნებოდა მომთხოვნი და ის არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებდა თავის რუს კოლეგასთან, რომელმაც მას არჩევის შემდეგ მისალოცი წერილი გაუგზავნა, სადაც „ორმხრივი უნდობლობის დაძლევის“ სურვილი გამოთქვა.

„სირიის საკითხში მე შევახსენე რა არის ჩვენი პრიორიტეტები. ქიმიური იარაღის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევაში საფრანგეთს დაუყოვნებლივი რეაგირება ექნება და ამ ფაქტს პასუხი მოჰყვება. ჩვენ პრიორიტეტი არის ტერორიზმთან ბრძოლა. მე ვისურვებდი რომ ამ სფეროში რუსეთთან მეტად გვეთანამშრომლა.“- განაცხადა მაკრონმა.

თავის მხრივ პუტინმა დაანონსა რუსულ-ფრანგული სამუშაო ჯგუფის შექმნა , რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ითანამშრომლებს.

შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე წინ წამოსწია ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანის მიმართ განხორციელებული დევნის საკითხიც. „მე მუდმივად ფხიზლად ვიქნები ამ საკითხთან დაკავშირებით, ბატონმა პუტინმა დამარწმუნა რომ ამ სიტუაციის მოგვარებასთან დაკავშირებით ზომებს იღებს.“- განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

ემანუელ მაკრონმა თავის რუს კოლეგას უკრაინაში მიმდინარე პროცესებიც შეახსენა და სურვილი გამოთქვა, რომ მიღწეული იქნეს კონფლიქტის დე ესკალაცია.

მაკრონმა კრემლის ზეგავლენის ქვეშ მყოფ მედიასაშუალებებზეც ისაუბრა და Russia Today და Sputnik -ი სიცრუის გავრცელებაში კიდევ ერთხელ, ამჯერად ვლადიმირ პუტინის თვალწინ დაადანაშაულა.

„Russia Today და Sputnik პროპაგანდის საშუალებები არიან. როდესაც მედიასაშუალებები სიმართლის მაგივრად მიზანმიმართულ ცილისწამებას ავრცელებენ, ისინი უკვე აღარ არიოან ჟურნალისტები, არამედ ისინი არიან გავლენის მოსახდენი უწყებები.“- განაცხადა მაკრონმა.

ერთობლივი განცხადებების შემდეგ მაკრონმა და პუტინმა გამოფენა გახსნეს, რომელიც 1717 წელს პეტრე პირველის საფრანგეთში ვიზიტს ეძღვნებოდა, რომელიც გარკვეულწილად რუსეთ-საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების თარიღადაც ითვლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42