„არ უნდა დათმო, სიმბოლურადაც კი“ - ემანუელ მაკრონი ტრამპთან ხელის ჩამორთმევაზე საუბრობს
მსოფლიო - 17:34, 29 May, 2017     5118

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ცნობილ ხელის ჩამორთმევაზე კომენტარს აკეთებს. მაკრონის თქმით ეს ხელის ჩამორთმევა „სიმართლის მომენტი“ იყო - იმის საჩვენებლად, რომ მან ხელის კვრა ვერ მოახერხა.

„ჩემი ხელის ჩამორთმევა მასთან იყო გულწრფელი“ - აღნიშნა მაკრონმა ერთ-ერთ ფრანგულ გამომცემლობასთან საუბრისას. „უნდა შეძლო იმის ჩვენება, რომ შენ არ დათმობ თუნდაც მცირედს, თუნდაც სიმბოლურს, თუმცა არც უნდა გადაამეტო“ - დასძინა საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს Associated Press-თან, რომ ფრანგული გამოცემის მიერ გავრცელებული აღნიშნული კომენტარი, ნამდვილად ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. გასული კვირის ხუთშაბათს, ნატოს სამიტის ფარგლებში, ბრიუსელში პირველად შედგა აშშ-ს პრეზიდენტისა და მაკრონის შეხვედრა. ფოტოსესიის დამსწრეთა ყურადღება ორი ქვეყნის ლიდერის ხელის ჩამორთმევამ მიიპყრო და მოგვიანებით მსოფლიო მედიაც ალაპარაკდა.

დონალდ ტრამპის „ცნობილი ხელის ჩამორთმევა“ ერთგვარი დომინანტობის დამტკიცების მეთოდია, სხეულის ენის ექსპერტების განცხადებით, ტრამპი მისი ძლიერი ხელის ჩამორთმევით და ადამიანის მის მხარეს მიქაჩვით, მისი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობს.

თუმცა, ტრამპს მსგავსი ქმედება მაკრონთან არ გამოუვიდა, რადგან ემანუელ მაკრონმა მას ძლიერი ხელი დაახვედრა და უფრო მეტიც, ტრამპის „საყვარელი“ ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა კიდევ უფრო დიდხანს განაგრძო და მას რამდენიმე წამით ხელი არ გაუშვა.

საკმაოდ დიდხანს განიხილებოდა მედიაში ტრამპისა და იაპონიის ლიდერის ხელის ჩამორთმევა, რომელიც 19 წამს გაგრძელდა. მოგვიანებით იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტრამპს ხელი გაუშვა და აშშ-ს პრეზიდენტის „ძლიერ ხელზე“ იხუმრა კიდეც უხერხულობის გასანეიტრალებლად.

თებერვალში აშშ-ს სამუშაო ვიზიტით ეწვია კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, რომელმაც ტრამპის „ძლიერი ხელის ჩამორთმევა“ არაფრად ჩააგდო და აშშ-ს პრეზიდენტს დომინანტობის გამოჩენის უფლება არ მისცა, მანქანიდან გადმოსულმა ტრუდომ, რომელსაც თეთრი სახლის შესასვლელთან დონალდ ტრამპი მიეგება, მარცხენა ხელი ტრამპს მხარზე დაადო, მარჯვენა ხელით კი მტკიცედ ჩამოართვა ხელი, ისე, რომ ტრამპმა ტრუდოსთან მისი ძალის წარმოჩენა ვერ მოახერხა.

ეს მომენტი მედიამ შერაცხა, როგორც ტრუდოს გამარჯვება, მას სოციალური ქსელის მომხმარებლებმა „კანადის ისტორიაში დომინანტობის გამოვლენის ყველაზე ნათელი წარმოჩინება“ უწოდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42