საქართველოს ბანკის mBank - შენი მობილური ცხოვრებისთვის
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:52, 29 May, 2017     2380

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა სრულიად ახალი მობილბანკის - mBank-ის დანერგვის შესახებ. mBank-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის საჭირო მობილური ცხოვრებისთვის, ყველა საბანკო ოპერაცია კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად შეასრულოს. აღსანიშნავია, რომ ახალი mBank-ი საქართველოს ბანკის გუნდის მიერ შეიქმნა და 100%-ით ქართული პროდუქტია. mBank-ის საინტერესო დიზაინი და ანიმაციური ელემენტები მოხმარებას განსაკუთრებით მარტივს და სასიამოვნოს ხდის. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს mBank-ის შემდეგი ფუქცნიებით:

მარტივი შესვლა - mBank-ში შესვლა შეგიძლიათ სწრაფად და უსაფრთხოდ, თქვენი თითის ანაბეჭდით ან ოთხ ციფრიანი პასკოდით.

ჯამურად ხელმისაწვდომი თანხისა და ანგარიშების შემოწმება - აპლიკაციაში შესვლისთანავე მომხმარებელი იღებს დეტალურ ინფორმაციას ჯამურად ხელმისაწვდომი თანხის, ანაგრიშების, საკრედიტო ბარათების, ანაბრების, სესხების, ფასიანი ქაღალდებისა და დაგროვილი ბონუსქულების შესახებ. აქვე შესაძლებელია, ანგარიშების ამონაწერის და ოპერაციების ისტორიის შემოწმება.

მობილური პაკეტის შეძენა - მომხმარებელი მარტივად შეავსებს, როგორც მობილურ ბალანსს, ასევე პირდაპირ შეიძენს სასურველ მობილურ პაკეტს. მეტი მოხერხებულობისათვის, აპლიკაცია თავად გამოიძახებს მომხმარებლის ტელეფონის კონტაქტებს.

ძიების ფუნქციონალი - mBank- ში, მომხმარებელი მოძებნის ნებისმიერ სიტყვას ფუნქციის, ოპერაციის, პროდუქტისა, თუ მომსახურების შესახებ და სწრაფად შეძლებს ოპერაციის შესრულებასა და გამეორებას.

თემატური შაბლონები - მომხმარებელის მიერ სახლის კომუნალურისა და ავტომობილთან დაკავშირებული გადასახდელების პირველივე გადახდისთანავე mBank-ში შეიქმნება სახლის და მანქანის შაბლონები, სადაც თავს მოიყრის კომუნალური, პარკირებისა და საპატრულო ჯარიმების, გადასახდელები. თემატური შაბლონებით მომხმარებელი ერთი მოქმედებით დაფარავს ხარჯებს. ამასთან, მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას პარკირების მომსახურების ვადის ამოწურვის შესახებაც.

შეტყობინება მოახლოვებული გადახდების შესახებ - აპლიკაცის მთავარ გვერდზე თავმოყრილია შემახსენებელი ინფორმაცია უახლოესი გადახდების შესახებ.

გადარიცხვები - აპლიკაციით მომხმარებელი მარტივად შეძლებს გადარიცხოს თანხა საკუთარ ანგარიშებს შორის, გადაურიცხოს თანხა სხვა პირს საქართველოში, ან განახორციელოს საბიუჯეტო გადარიცხვა.
ვალუტის კონვერტაცია - mBank-ში მომხმარებელი მარტივად ნახავს მისთვის საინტერსო ვალუტის მიმდინარე კურსს, მისი ცვლილების დინამიკას და იქვე შეძლებს კოვერტაციას.

ე.წ Swipe ოპერაციები - ერთი თითის გასმით, არის ხელმისაწვდომი მომხმარებლის ანგარიშის ნომრის მეგობრისთვის გაგზავნა, შესრულებული ოპერაციის გამორება და სხვა საჭირო ფუნქციები.

ლოკაციები და ნავიგაცია - mBank-ში შესაძლებელია, მოიძიოთ ინფორმაცია უახლოესი ბანკომატის, გადახდის აპარატის და სერვისცენტრის განლაგების თუ სამუშაო საათების შესახებ.
დისტანციური რეგისტრაცია - ის ვინც არ არის დარეგისტრირებული საქართველოს ბანკის დისტანციურ არხებში, მომხმარებლის შექმნას პირდაპირ mBank-დან შეძლებს. ამისათვის მხოლოდ ერთი საქართველოს ბანკის აქტიური ბარათია საჭირო. ასევე დისტანციურად, mBank-ით არის შესაძლებელი დავიწყებული პაროლის აღდგენა/განახლება.

გადახდები რეგისტრაციის გარეშე - ახალი mBank-ით სარგებლობა შეუძლია მასაც ვინც ჯერ კიდევ არ არის საქართველოს ბანკის მომხმარებელი. ნებისმიერი ბანკის ბარათით, რეგისტრაციისა და შესვლის გარეშე შეავსებს მობილურ ბალანსს ან გადაიხადის კომუნალურ და სხვა გადასახადებს. მეტი მოხერხებულობისათვის შესაძლებელია, ბარათების დამახსოვრება და ფოტოების მიმაგრება. გადახდების ისტორიის, შაბლონების, დამახსოვრებული ბარათების, გადატანა ავტომატურად მოხდება ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებლის პროფილში.

ახალი mBank-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია, სრულიად უფასოდ როგორც App Store-დან, ასევე Google Play Store -დან. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.mbank.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42