ანგელა მერკელის თქმით, ის აღნიშნულ ქვეყნებთან და სხვა ქვეყნებთანაც მეგობრული ურთიერთობების მომხრეა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ევროპის ქვეყნებმა საკუთარი მომავლისთვის თავად უნდა იბრძოლონ.
აღნიშნული განცხადება მერკელმა მას შემდეგ გააკეთა, რად „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე ქვეყნებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს , 2015 წლის პარიზის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.
დონალდ ტრამპი აღნიშნულ შეთანხმებას უმნიშვნელოდ მიიჩნებს, თუმცა განაცხადა, რომ პარიზის შეთახნმების ბედთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს.
"დრო, როდესაც სხვა ქვეყნების სრული მხარდაჭერის იმედი გვქონდა, დასრულდა. ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ თავზე განვიცადე“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა მიუნხენში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ახლა ბერლინის მთავარი პრიორიტეტი, საფრანგეთის ახალ პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან ურთუერთობების ჩამოყალიბებაა/
მასალის გამოყენების პირობები






