როდესაც ვან-ალენის ზონდებმა VLF-ის ბუშტის მდებარეობა დედამიწის რადიაციული სარტყლების საზღვარს შეადარეს, მათ აღმოაჩინეს ის, რაც თავდაპირველად თოთქოს საინტერესო დამთხვევა ჩანდა — „VLF-ის ბუშტის გარე მოცულობა თითქმის ზუსტად შეესაბამებოდა ვან ალენის რადიაციული სარტყლების შიდა კიდეს“ — ამბობს NASA.
მაგრამ მას შემდეგ, რაც გააანალიზეს, რომ VLF სიგნალები ნამდვილად ახდენენ გავლენას დამუხტული ნაწილაკების მოძრაობაზე ამ რადიაციულ სარტყლებში, მიხვდნენ, რომ ადამიანის მიერ უნებლიეთ წარმოქმნილი ბარიერი ამ ნაწილაკებს თანდათან უკან აბრუნებდა.
ჯგუფის ერთერთი წევრი, კოლორადოს ლაბორატორიის უნივერსიტეტის მეცნიერი ატმოსფერული და კოსმოსურლი ფიზიკის დარგში, დენ ბეიკერი ამბობს , რომ ამას შეგვიძლია, „შეუღწეველი ბარიერი” ვუწოდოთ.
მიუხედავად იმისა, რომ VLF-ის ბუშტი ალბათ ერთერთი საუკეთესო გავლენაა, რაც კი ჩვენ, ჩვენი ქმდებებით პლანეტის გარშემო, კოსმოსზე მოგვიხდენია, ეს ერთადერთი ნამდვილად არ არის — ჩვენი არსებობის ნიშანს, კოსმოსში მე-19 საუკუნიდან ვტოვებთ და განსაკუთრებით ძლიერი კვალი გასული 50 წლის მანძილზე დავტოვეთ, რამდენიმე ბირთვული აფეთქების შედეგად.
„ამ აფეთქებებმა დედამიწის მახლობლად ხელოვნური რადიაციული სარტყლები შექმნა, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რამდენიმე ხელოვნურ თანამგზავრს“ - ნათქვამია ნასას გუნდის ახალ ანგარიშში.
ასტრონომ კარლ სეიგანს სურდა გაეგო, ჩანდა თუ არა კოსმოსიდან დედამიწაზე არსებული სიცოცხლის უტყუარი კვალი - გამოდის, ასეთი კვალი მრავალია, თუკი იცი საიდან და როგორ ეძებო.
მომზადებულია: Science Alert-ისა და NASA-ს მიხედვით მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები






