აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების ნაწილი თანახმაა გაზარდოს ალიანსისთვის გადარიცხული თანხები, რომელიც შესაბამისი ქვეყნის მშპ-ს 2%-ის ტოლი იქნება. აღნიშნული განცხადება ტრამპმა ტვიტერში გააკეტა, თუმცა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ეს ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
"NATO-ს ბევრი ქვეყანა დაგვთანხმდა გაზარდოს ალიანსის დაფინანსება. ფულმა დაიწყო შემოდინება და NATO გახდება უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო," - წერს სიცილიაში "დიდი შვიდეულის" სამიტზე მყოფი ტრამპი.
დაფინანსების ზრდის შესახებ განცხადება ტრამპმა ბრიუსელში NATO-ს სამიტზე გააკეტა, სადაც მან აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნები ხშირად არ ასრულებენ თანხების ჩარიცხვის ვალდებულებას, რაც არასამართლიანია აშშ-სტან მიმართებაში, რომელსაც მთლიანად აწევს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაფინანსების ტვირთი.
აღსანიშნავია, რომ ეს კვოტა ნებაყოფლობითია და არანაირი სასჯელი მისი შეუსრულებლობის გამო წევრ-ქვეყნებს არ ეკისრებათ. მაგალითად გერმანიამ 2016 წელს მშპ-ს 1,2% ჩარიცხა ალიანსის ბიუჯეტში, თუმცა, მერკელი აცხადებს, რომ მან გაზარდა NATO-ს წევრი ქვეყნების გაძლიერებისათვის გამოყოფილი დაფინანსება, რაც მათ უსაფრთხოებას გააძლიერებს.

მასალის გამოყენების პირობები






