აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე და მისი მრჩეველი ჯარედ კუშნერს, შესაძლოა, რუსეთთან საიდუმლო კავშირები ჰქონდეს.
როგორც სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება, ჯარედ კუშნერმა რუსეთთან არაოფოციალური საკომუნიკაციო არხების შექმნის შესახებ, 2016 წლის დეკემბერში, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისას, აშშ-ში რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც “ტრამპ თაუერში“ გაამართა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინიც ესწრებოდა, რომელიც 2017 წლის თებერვალში, რუსეთთან შესაძლო კავშირის გამო, თანამდებობიდან გადადგა.
როიტერსი შვიდ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ კუშნერმა დამალა მინიმუმ სამჯერ განხორციელებული კომუნიკაცია კისლიაკთან, მათ შორის სატელოფონო საუბრები 2016 წლის აპრილიდან ნოემბრამდე.
როგორც Washington Post და New York Times წერენ, კისლიაკი და კუშნერი , მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის საიდუმლო და დაცული საკომუნიკაციო არხის შექმნას განიხილავდნენ. გამოცემის ცნობით, აღნიშნული არხის გამოყენება, ტრამპის ინაუგურაციამდე, მისი გარემოცვისა და მოსკოვის კომუნიკაციისთვის იყო განკუთვნილი.
როგორც Washington Post-ი წერს, ტრამპ თაუერში კუშნერ-კისლიაკის შეხვედრით FBI-ი დაინტერესდა. თეთრ სახლს აღნიშნულთან ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კუშნერის ადვოკატის ჯეიმი გორელიკის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში კუშნერმა „ათასობით სატელოფონო ზარი“ განახორცილა და აქედან გამომდინარე, არ ახსოვს ის ზარები, რომლებზეც სააგენტოები წერენ. ადვოკატმა ასევე როიტერს ზუსტი მონაცემები მოსთხოვა, სავარაუდოდ, რომელ რიცხვში განხორციელდა აღნიშნული საუბრები. მისივე თქმით, ჯარედ კუშნერი მზად გამოძიებასთან თანამშრობლობისთვის და ყველა კითხვაზე საპასუხოდ მზად არის.
ამერიკულმა მედიამ ადრეც დაწერა, რომ ჯარედ კუშნერს რუსეთთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, FBI-ი აკვირდება. როგორც NBC იტყობინება, დაზვერვა დარწმუნებულია, რომ კუშნერი ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც გამოძიებას დაეხმარება.
შეგახსენებთ, FBI აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და კრემლთან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის შესაძლო კავშირებს იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები






