მანჩესტერ არენაზე ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილმა სალმან აბედიმ, ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე დედას დაურეკა და პატიება სთხოვა.
ამის შესახებ Associated Press-ი წერს,
„მაპატიე“- გამოცემის ცნობით, ასე გამოემშვიდობა აბედი დედას.
შეგახსენებთ, მანჩესტერ არენაზე ტერაქტი პოპ მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი კი 119- ს შეადგენს. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტი დასრულდა და ხალხი გასასვლელისკენ მიემართებოდა.
თავდამსხმელი, რომელმაც კონცერტზე თავი აიფეთქა, წარმოშობით ლიბიელი, 23 წლის ბრიტანელი, სალმან აბედია, რომელიც როგორც გაირკვა, ბოლო დროს ლიბიასა და სირიაში ხშირად მოგზაურობდა.
ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერაქტი ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული და თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელმაც კონცერტზე თავი აიფეთქა, მარტო არ მოქმედებდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა , რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ამავრდოულად, სამართალდამცავებმა ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს, მათ შორის არიან თვითმკვლელი ტერორისტის ძმები და მამა. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ სალმან აბედის უმცროსი ძმა 20 წლის ჰასებ აბედი, "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირშია ეჭვმიტანილი და ლიბიაში გეგმავდა ტერაქტს. ის ტრიპოლში დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






