რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის გუნდის მიერ გაკეთებული კვლევის პრეზენტაციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: "რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში" ახორციელებს კვლევას "რეგიონული უთანასწორობა საქართველოში".
კვლევა ეფექტური რეგიონული პოლიტიკის შემუშვებისა და განხორციელების მხარდაჭერის მიზნით ტარდება.
სემინარზე ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის გუნდის მიერ კვლევის ძირითად დასკვნებსა და შედეგებზე გაკეთდა პრეზენტაცია. სემინარს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ხელისუფლებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






