ერთი წლის ანაბელ ლოურენსი დაბადებიდან აბსოლუტურად სმენადაქვეითებულია. თუმცა, ამჟამად, სპეციალური აპარატის მეშვეობით მან დედის ხმა პირველად გაიგონა. ეს არის კოხლეარული იმპლანტი, რომელიც მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც სხვა, ჩვეულებრივი აპარატების გამოყენებას შედეგი არ მოაქვს.
ჩვეულებრივი აპარატის ფუნქციაა გააძლიეროს ხმა და გადასცეს ის ყურში მოთავსებულ სმენის არხს, მაგრამ როდესაც ყურის ნიჟარაში მოთავსებული უჯრედები, რომლებიც ხმას ტვინს გადასცემენ, აბსოლუტურად მკვდარია, ხმის გაძლიერებას აზრი არ აქვს.რაც შეეხება კოხლეარულ აპარატს, ის ხელოვნური ყურის ფუნქციას ასრულებს. მისი მეშვეობით ხმა პირდაპირ მიეწოდება სმენის ნერვს ელექტროიმპულსების მეშვეობით.

მოწყობილობა ორი ნაწილისაგან შედგება - გარე მინიკომპიუტერისგან და შიდა მიმღებ-გარდამქმნელისაგან, რომლებიც ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე, ელექტრომაგნიტური სიგნალებით ურთიერთქმედებენ. მინიკომპიუტერ ამუშავებს ხმას და საუბარს, გარდაქმნის მას ელექტრომაგნიტურ იმპულსად, რომელსაც გადასცემს შიდა მოწყობილობას. მიმღებ-გარდამქმნელი, რომელიც ყურის იმ ადგილასაა იმპლანტირებული სადაც სმენის მკვდარი უჯრედება, ელექტროდის მეშვეობით, პირდაპირ გადასცემს სიგნალს სმენის ნერვს, რომელიც უშუალოდ აწვდისმას ტვინს, რმელიც ამუშავებს ინფორმაციას და ადამიანს საშუალება ეძლევა ხმა მოისმინოს.
მასალის გამოყენების პირობები






