ბრიტანეთი აშშ-ს მანჩესტერის ტერაქტის შესახებ ინფორმაციას აღარ მიაწვდის
მსოფლიო - 16:15, 25 May, 2017     2608

დიდი ბრიტანეთის პოლიცია მანჩესტერის ტერაქტის გამოძიების საქმის დეტალებს აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოს აღარ მიაწვდის.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მათ წყარომ განუცხადა, რომ ამის მიზეზი იმ ფოტოების გავრცელებაა, რომელმაც სავარუდოდ, აშშ-ის სპეცსამსახურებიდან გაჟონა და ამერიკულ პრესაში დაიბეჭდა.

ოთხშაბათს, ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა ის ფოტოსურათები გამოაქვეყნა, რომელზეც ტერორისტის ზურგჩანთა და დეტონატორია აღბეჭდილი.

ამავდროულად, სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა პირველად, მანჩესტერის ტერაქტიდან 24 საათის შემდეგ, სწორედ ამერიკულმა გამოცემამ გაასაჯაროვა.

როგორც BBC წერს, ბრიტანული სპეცსამსახურის მოთხოვნა იყო, აღნიშნული მასალა გამოძიების დასრულებამდე არ გასაჯაროვებულიყო, რადგან იყო ვარაუდი, რომ მათ გავრცელებას შესაძლოა, გამოძიების მიმდინარეობისთვის ხელი შეეშალა.

გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ემბერ რადმა განაცხადა, რომ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებით „გაღიზიანებულია“ და ვაშინგტონს მოუწოდა,"მსგავსი ფაქტი მომავალში აღარ განმეორდეს."

შეგახსენებთ, მანჩესტერ არენაზე ტერაქტი პოპ მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი კი 119- ს შეადგენს. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტი დასრულდა და ხალხი გასასვლელისკენ მიემართებოდა.

თავდამსხმელი, რომელმაც კონცერტზე თავი აიფეთქა, წარმოშობით ლიბიელი, 23 წლის ბრიტანელი, სალმან აბედია, რომელიც როგორც გაირკვა, ბოლო დროს ლიბიასა და სირიაში ხშირად მოგზაურობდა.

ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერაქტი ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული და თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელმაც კონცერტზე თავი აიფეთქა, მარტო არ მოქმედებდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა , რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ამავრდოულად, სამართალდამცავებმა ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს, მათ შორის არიან თვითმკვლელი ტერორისტის ძმა და მამა. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ სალმან აბედის უმცროსი ძმა 20 წლის ჰასებ აბედი, "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირშია ეჭვმიტანილი და ლიბიაში გეგმავდა ტერაქტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42