საქართველოს შეფასების ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ახალ ხელისუფლებას იყოს შედეგებზე უფრო მეტად ორიენტირებული
საზოგადოება - 12:37, 13 Jun, 2013     608

 

 

"გამარჯვებული პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის დაპირებებს არ გააჩნდა საქმიანობის კონკრეტული ჩამონათვალი ან ინდიკატორები, რაც შესაძლებელს გახდიდა მკაფიოდ წარმოჩენილიყო მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და გაზომილიყო მათი ეფექტიანობა" - აცხადებს ნინო სააკაშვილი, საქართველოს შეფასების ასოციაციის პრეზიდენტი.


"პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამას აკლდა როგორც ნათელი და კონკრეტული ქმედებები, ასევე შედეგზე ორიენტაცია, რის გამოც ხშირ შემთხვევაში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობა უფრო მეტად პროცესზე, და არა შედეგზეა ორიენტირებული".


თუმცა, წინასაარჩევნო პროგრამის იმ დაპირებების გარკვეული ნაწილი, რომლებიც მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, – უკვე შესრულებულია. ამის მაგალითია წინასაარჩევნო პროგრამის ერთერთი კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული დაპირება სოფლის მეურნეობის სფეროში საკონსულტაციო ცენტრების შექმნის შესახებ საქართველოს ყველა რეგიონში. ეს დაპირება უკვე მიღწეულია. ის დაპირებები კი, რომლებიც ბუნდოვნად იყო ჩამოყალიბებული წინასაარჩევნო პროგრამაში, რომელთაც აკლდათ კონკრეტიკა და შედეგზე ორიენტაცია, – დღეისათვის ჯერ–ჯერობით არ არის შესრულებული და სავარაუდაოდ, მათი შესრულება მომავალშიც რთული და შეუძლებელიც კი იქნება. წინასაარჩევნო პროგრამის მაკროეკონომიკის სფეროს დაპირება "ეფექტური ვალის მართვის პოლიტიკის გატარება, რომელიც მხედველობაში მიიღებს თაობათა შორის სამართლიანობას და უზრუნველყოფს მდგრად მაკროეკონომიკურ პოლიტიკას" – ბუნდოვანი დაპირების მაგალითია, რომლის მიღწევისათვის ამ მხრივ მთავრობას ჯერ–ჯერობით არაფერი განუხორციელებია.


დამოუკიდებელი მონიტორინგის სხვა, უფრო ვრცელ შედეგებს არასამთავრობო და არაპოლიტიკური ორგანიზაცია: საქართველოს შეფასების ასოციაცია საზოგადოებას წარუდგენს.

 

პრეზენტაციას შეფასების ასოციაცია 14 ივნისს, 15 საათზე სასტუმრო "მარიოტში გამართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42