"ახალგაზრდა ადვოკატები" ანაბრებზე იმსჯელებენ
საზოგადოება - 12:27, 13 Jun, 2013     625


არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" კვლევის "საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების პრობლემატიკის სამართლებრივი ანალიზი" და საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ რეკომენდაციების პაკეტის პრეზენტაციას გამართავს. შეხვედრას სამთავრობო უწყებების, ექსპერტული საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, ეკონომისტები, ფინანსისტები და იურისტები დაესწრებიან.


კვლევა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების პრობლემატიკის შესახებ მომზადებული პირველი დოკუმენტია, რომლითაც ფართო საზოგადოებისთვის პირველად ხდება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების გაუფასურებასთან დაკავშირებული პროცესის სამართლებრივი ანალიზი, საქართველოს მიერ პრობლემის მოგვარების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება, ხელისუფლების მოქმედებების ეფექტურობისა და მართლზომიერების შესახებ დასკვნის მომზადება, ეროვნული და ევროპული სასამართლოების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების წარმოდგენა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და სხვა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა შექმნილიყო რეკომენდაციების პაკეტი, რომლითაც ხელისუფლებას მიეთითებოდა პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო მოქმედებებისა და სტრატეგიის შექმნის შესაძლებლობაზე.

"ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ, პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, 18 სარეკომენდაციო წინადადებას წარმოადგენს, რომელიც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების საკითხთან მიმართებით, დღემდე არსებულ ყველა მოსაზრებას, არსებითად ცვლის.

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" საკითხის მიმართ კვლევის მომზადება 2013 წლის თებერვალში დაიწეს. დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის ნაწილი სრულიად ახალია საზოგადოებისთვის და იბეჭდება პირველად, მათ შორის 1990–იან წლებში, ანაბრების გაუფასურებასთან დაკავშირებული საკრედიტო კომპანიები. ამასთან, ცალკე თავი ეთმობა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად–საკრედიტო პოლიტიკას.

ღონისძიება სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42