ევაკუაციის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
მანჩესტერ არენაზე ტერაქტი პოპ მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი კი 119- ს შეადგენს.
თავდამსხმელი, რომელმაც კონცერტზე თავი აიფეთქა, წარმოშობით ლიბიელი, 23 წლის ბრიტანელი, სალმან აბედია, რომელიც როგორც გაირკვა, ბოლო დროს ლიბიასა და სირიაში ხშირად მოგზაურობდა.
გავრცელებული ცნობით, მან სირიაში ე.წ. საიდუმლო ტერორისტული წვრთნები გაიარა და დიდ ბრიტანეთში, ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.
ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერაქტი ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული და თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელმაც კონცერტზე თავი აიფეთქა, მარტო არ მოქმედებდა.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტი დასრულდა და ხალხი გასასვლელისკენ მიემართებოდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა , რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






