მეიდანზე აქცია „ლოცვის უფლება აქვს ყველას“ გაიმართება
საზოგადოება - 11:44, 13 Jun, 2013     614



აღნიშნულთან დაკავშირებით "მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა" განცხადება გაავრცელა, რომელსაც " ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

 

 


"ნიგვზიანისა და წინწყაროს ინციდენტების შემდეგ, ახლა უკვე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში ირღვევა მუსლიმების ტრადიციული პარასკევის ლოცვის უფლება.

გასულ პარასკევს, სამთაწყაროში მუსლიმთა ტრადიციული ლოცვა კვლავ არ შედგა. სამლოცველოში, რომლის მახლობლადაც ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა, მუსლიმები სალოცავად არ გამოცხადდნენ, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის უკიდურესად ნეგატიური განწყობებით და იმ ქმედებებით, რომელსაც უკანასკნელი სამი კვირის მანძილზე მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი (მათ შორის, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის მიერ მუსლიმების სალოცავიდან იძულებით გაყვანა, სოფელში შესასვლელი გზის გადაკეტვა და სხვა ქმედებები). ამას ემატება ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობა მუსლიმთათვის ლოცვის ხელშეშლაში
და მოსახლეობის უმრავლესობის ნებისადმი გამოხატული მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობს დისკრიმინაციული პრაქტიკის გაგრძელებას.

რელიგიის თავისუფლება პირველ რიგში გულისხმობს რელიგიური რიტუალების თავისუფლად შესრულების უფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, შინ თუ სპეციალურად ამისათვის განკუთვნილ ადგილებში. შესაბამისად, სამთაწყაროში მუსლიმებს ხელი არ უნდა შეეშალოთ ტრადიციული ლოცვის შესრულებაში, სახელმწიფომ კი მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე სათანადო რეაგირება უნდა მოხადინოს.

აქციის მიზანია, სოლიდარობა გამოვუცხადოთ საქართველოს მოქალაქე მუსლიმებს და სახელმწიფოს მოვთხოვოთ მათი კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით:
1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს".- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42