აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპული ტურნე დაიწყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი იტალიაში ჩავიდნენ, სადაც დონალდ ტრამპი რომის პაპს შეხვდა.
ფრანცისკე პირველმა დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად მიიღო, შემდეგ კი მათ ამერიკის ოფიციალური დელეგაციის წევრებიც შეუერთდნენ, მათ შორის დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი ქმარი ჯარედ კუშნერიც.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იტლიაში ვიზიტისას ივანკა ტრამპი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
მას რომის ლაციოს ლეგენდარული ფეხბურთელი ჯორჯო ჩინალია წმინდანში აერია.
როგორც რესტორანი Le cave di Sant’Ignazio-ს მფლობელმა ლუიჯინა პანტალონემ Huffington Post Italia-სთან აღნიშნა, მის რესტორანში ძალიან ბევრი სურათია, მათ შორის რელიგიური ხასიათისაც. მისი თქმით,ივანკა და მისი მეუღლე რესტორნით ძალიან მოიხიბლნენ, მოეწონათ როგორც რესტორნის საკვები, ასევე ფოტოებიც.
ივანკა ტრამპი კი ფეხბურთელის ჯორჯო ჩინალიას ფოტოსთან შეჩერდა, რომელზეც ფეხბურთელი უბრალოდ ცას უყურებს და იკითხა - "ეს რომელი წმინდანია?"
რესტორნის მფლობელის თქმით, მათ აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილს აუხსნეს, რომ ის არა წმინდანი, არამედ ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელია.


მასალის გამოყენების პირობები






