ტოკიოში, ფილმის პრემიერის მთავარი მოვლენა გაახალგაზრდავებული ბრედ პიტი გახდა(ფოტო)
ეს საინტერესოა - 12:19, 25 May, 2017     1532

ტოკიოში, ბრედ პიტის ბოლო ნამუშევრის War Machine-ის („საომარი მანქანა“) პრემიერა გაიმართა.

შეიძლება ითქვას, რომ პრემიერის მთავარი მოვლენა არა ფილმი, არამედ თავად მსახიობი ჩანდა.

ბოლო დროს გავრცელებული ფოტოებისგან განსხვავებით, ტოკიოს პრემიერის ფოტოებზე ბრედ პიტი ბევრად ახალგაზრულად გამოიყურება, ხალისიანადაც იღიმის და უფრო ბედნიერიც ჩანს.

War Machine („საომარი მანქანა“) რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული, აშშ-ის არმიიდან გარიცხულ გენერალს, სტენლი მაკკრისტალს ეხება, რომლის როლსაც ბრედ პიტი ასრულებს. გენერალი არმიიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც ავღანეთის საერთაშორისო სამხედრო კამპანიის მეთაურის თანამდებობაზე ყოფნისას, ჟურნალ Rolling Stone-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა. მან აშშ-ს მთავრობის მაღალჩინოსნები ამხილა, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და აშშ-ის ელჩები ავღანეთსა და პაკისტანში, კარლ ეიკენბერი და რიჩარდ ჰოლბრუკი.

რაც შეეხება თავად ბრედ პიტს, ანჯელინა ჯოლისთან სკანდალური განქორწინების შემდეგ, მედიასა და საზოგადოების წინაშე დიდხანს არ გამოჩენილა.

მედიას პირველი ინტერვიუ კი განქორწინების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან 7 თვეში ჟურნალ GQ-ს მისცა, რომელმაც სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ბრედ პიტის ინტერვიუ და შთამბეჭდავი ფოტოები მის საუკეთესო საიმიჯო ინტერვიუდ შეფასდა.

შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.

წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.

თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)

ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს, 2016 წლის აგვისტოში კი განქორწინების შესახებ განაცხადეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42