ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:28, 25 May, 2017     1343
ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში „London Wine Fair 2017”, რომელიც 22-24 მაისს საგამოფენო ცენტრ „Kensington Olympia“-ში გაიმართა, ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი სიხარულიძემ აღნიშნა, გამოფენაზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ღვინის პროფესიონალების მხრიდან საკმაოდ დიდი იყო.

„აღნიშნული გამოფენა არის ერთი-ერთი წარმატებული გამოფენა დიდ ბრიტანეთში, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე უამრავ ვიზიტორს იზიდავს. გამოფენას ესწრებიან იმპორტიორები, დისტრიბიუტორები, რესტორნებისა და ბარების მფლობელები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები. გამოფენაში მონაწილეობა არის უნიკალური შანსი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომ წარუდგინოს საკუთარი პროდუქცია ევროპელ მომხამარებელს, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას და ბაზარზე ლოიალურობის დამკვიდრებას“ - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი ქართული ღვინისთვის, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით „London Wine Fair 2017”-ში მონაწილეობას იღებდა შემდეგი 17 ქართული კომპანია: “კახეთის ტრადიციული მეღვინეობა”, “ქინძმარაული მარანი”, „Georgian Wine Hospitality Investment“, „თბილღვინო“, „CAP-Georgia“, „კახური ღვინის მარანი“, „ასკანელი ძმები“, „შუმი“, „მეღვინეობა ხარება“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მილდიანი/ წინანდლის ძველი მარანი“, „მათრობელა ღვინოები“, „გიუაანი“, „ვაზიანი კომპანი“, „ტყუპების ღვინის მარანი“, „მარნისკარი“ და „ჯიმშერი“.

„London Wine Fair 2017”, წელს უკვე 37-ედ ჩატარდა და მასზე მსოფლიოს 40 ქვეყნის 10 ათასამდე დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42