„ნათელია, რომ საუბარია ქსელზე“ - განაცხადა მანჩესტერის პოლიციის ხელმღვანელმა იან ჰოპკინსმა.
შეგახსენებთ, მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე “სერიოზულიდან კრიტიკულამდე” გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მორიგი ტერაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.
მანჩესტერ არენაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა , რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მანჩესტერ არენაზე ტერაქტი პოპ მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი კი 119-ს შეადგენს.
თავდამსხმელი, რომელმაც მანჩესტერ არენაზე, არიანა გრანდეს კონცერტზე თავი აიფეთქა, წარმოშობით ლიბიელი, 23 წლის ბრიტანელი, სალმან აბედია, რომელიც როგორც გაირკვა, ბოლო დროს ლიბიასა და სირიაში ხშირად მოგზაურობდა.
გავრცელებული ცნობით, მან სირიაში ე.წ. საიდუმლო ტერორისტული წვრთნები გაიარა და დიდ ბრიტანეთში, ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტი დასრულდა და ხალხი გასასვლელისკენ მიემართებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






