შეგახსენებთ, მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე “სერიოზულიდან კრიტიკულამდე” გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მორიგი ტერაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ბუკინგემის სასახლესთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც.
მანჩესტერ არენაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა , რადიკალურმა ისლამისტურმა სახელმწიფო "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მანჩესტერ არენაზე ტერაქტი პოპ მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა, რასაც ამჟამინდელი მონაცემებით 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი კი 59-ს შეადგენს.
თავდამსხმელი, რომელმაც მანჩესტერ არენაზე, არიანა გრანდეს კონცერტზე თავი აიფეთქა, წარმოშობით ლიბიელი, 23 წლის ბრიტანელი, სალმან აბედია, რომელიც როგორც გაირკვა, ბოლო დროს ლიბიასა და სირიაში ხშირად მოგზაურობდა.
გავრცელებული ცნობით, მან სირიაში ე.წ. საიდუმლო ტერორისტული წვრთნები გაიარა და დიდ ბრიტანეთში, ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტი დასრულდა და ხალხი გასასვლელისკენ მიემართებოდა. აფეთქების ხმამ პანიკა გამოიწვია. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორც გარბიან მსმენელები დარბაზიდან.
მასალის გამოყენების პირობები






