მანჩესტერის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს
მსოფლიო - 13:50, 24 May, 2017     1449
მანჩესტერ არენაზე განხორციელებული ტერაქტის შემსრულებელთან, სალმან აბედისთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკევს.


როგორც ბიბისი მანჩესტერის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, სამივე მათგანი სამხრეთ მანჩესტერში დააკავეს. მათი ვინაობა არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, მომხდარი ტერაქტის გამო ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე “სერიოზულიდან კრიტიკულამდე” გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მორიგი ტერაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.

მანჩესტერ არენაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა , რადიკალურმა ისლამისტურმა სახელმწიფო "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

მანჩესტერ არენაზე ტერაქტი პოპ მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა, რასაც ამჟამინდელი მონაცემებით 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი კი 119-ს შეადგენს.

თავდამსხმელი, რომელმაც მანჩესტერ არენაზე, არიანა გრანდეს კონცერტზე თავი აიფეთქა, წარმოშობით ლიბიელი, 23 წლის ბრიტანელი, სალმან აბედია, რომელიც როგორც გაირკვა, ბოლო დროს ლიბიასა და სირიაში ხშირად მოგზაურობდა.
გავრცელებული ცნობით, მან სირიაში ე.წ. საიდუმლო ტერორისტული წვრთნები გაიარა და დიდ ბრიტანეთში, ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტი დასრულდა და ხალხი გასასვლელისკენ მიემართებოდა. აფეთქების ხმამ პანიკა გამოიწვია. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორც გარბიან მსმენელები დარბაზიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42