რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს, კრემლში ფილიპინელ კოლეგას როდრიგო დუტერტეს შეხვდება.
ამის შესახებ, პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა შედგება არა 25-ში როგორც მანამდე იყო დაგეგმილი, არამედ დღესვე.
დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტად 2016 წლის 30 ივნისს აირჩიეს და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ნარკომაფიასთან სასტიკი ბრძოლა გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყანაში 6 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
გასული წლის დეკემბერში მან აღიარა, რომ ნარკომოვაჭრეები პირადად მოუკლავს.
უფლებადამცველთა და დაღუპულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ხშირად მსხვერპლი უდანაშაულო ადამიანები ხდებიან.
დანაშაულთან ბრძოლის დუტერტეს მეთობეს აკრიტიკებდა ტრამპის წინამორბედი, პრეზიდენტი ბარაკ ობამაც. შედეგად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა.
ფილიპინების ლიდერმა ბარაკ ობამას ორჯერ საჯაროდ უწოდა "ნაბიჭვარი" და განაცხადა, რომ აშშ-ში არასოდეს ჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






