შეიკის წითელ ხალიჩაზე გამოჩენას ფოტოგრაფები და მისი თაყვანისმცემლები დიდი ინტერესით ელოდნენ. დიდი იყო მოლოდინიც , რომ ის და მისი საქმრო, ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედლი კუპერი წითელ ხალიჩაზე ერთად წარსდგებოდნენ, თუმცა ირინა ფესტივალზე მარტო მივიდა. ახალბედა დედა იმდენად იდეალურ ფორმაშია, რთული დასაჯერებელია, რომ შვილი 2 თვის წინ გააჩინა.
31 წლის მოდელი ვერსაჩეს ყვითელ კაბაში წარსდგა საზოგადოების წინაშე.











შეგახსენებთ, რომ 31 წლის მოდელი ირინა შეიკი და ჰოლივუდის ვარსკვავი, მსახიობი 41 წლის ბრედლი კუპერი პირველი შვილის მშობლები გახდნენ.
ვარსკვლავური წყვილის პირველი შვილის სახელი და გვარი ლეა დე სენა შეიკ კუპერია.
ჭორები მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი მოდელის ორსულობის შესახებ Victoria's Secret -ის შოუზე დადასტურდა, რომელზეც შეიკი მოზრდილი მუცლით გამოჩნდა, რითაც ორსულობა დაადასტურა.
ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი 2015 წლის გაზაფხულიდან ერთად არიან. 2016 წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






