მანჩესტერის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრმა Arndale, რომელშიც ცოტა ხნის წინ ევაკუაცია გამოცხადდა, მუშაობა აღადგინა.
როგორც როიტერსი იტყობინება, სამართალდამცავებმა ბარიკადების მოშორება და შენობაში თანამშრომლების შეშვება დაიწყეს.
რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელებში ფოტოები გავრცელდა, როგორ გარბის ხალხი სავაჭრო მოლიდან.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც, თუმცა არ აკონკრეტებდნენ, რა იყო ევაკუაციის მიზეზი. თვითმხილველების თქმით, მთ სროლის ხმა ესმოდათ.
მანჩესტერში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრებულია.
შეგახსენებთ, მანჩესტერ არენაზე პოპ მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე აფეთქება გუშინ ღამე მოხდა, რასაც ამჟამინდელი მონაცემებით 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი კი 59-ს შეადგენს. მომხდარს სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ. ამჟამად სამართალდამცავები მუშაობენ, ჰყავდა თუ არა თავდამსმხელს თანამზრახველები და ჰქონდა თუ არა კავშირი რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან.
მასალის გამოყენების პირობები






