კონცერტის დამსწრეთა უმრავლესობას ახალგაზრდები და ბავშვები შეადგენდნენ, რომელთაც მშობლების უმრავლესობა გარეთ ელოდებოდა.
ამჟამინდელი მონაცემებით აფეთქება 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი კი 59-ს შეადგენს.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტი დასრულდა და ხალხი გასასვლელისკენ მიემართებოდა. აფეთქების ხმამ პანიკა გამოიწვია. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორც გარბიან მსმენელები დარბაზიდან.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით, თავდამსხმელი, რომელმაც თავი აიფეთქა, იდენტიფიცირებულია, თუმცა , გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება.
შექმნილი ქაოსისას, ბავშვებმა მშობლების პოვნა ვერ შეძლეს, თუმცა რამდენიმე მათგანს ძალიან გაუმართლა.
48 წლის პაულა რობინსონი და მისი მეუღლე არენასთან ახლოს მდებარე „ვიქტორიას“ სადგურზე იმყოფებოდა, როდესაც აფეთქების ხმა გაიგონა, შემდეგ კი ქუჩებში მორბენალი ათობით ბავშვი დაინახა, რომლებიც ტიროდნენ და ქაოტურად გადაადგილდებოდნენ.
მისი თქმით, „წამის განმავლობაში არენას მიმდებარე ტეროტორიაზე აღმოჩნდა, თან ყვიროდა და ბავშვებს მოუწოდებდა, მას გაყოლოდნენ.“
როგორც როიტერსი წერს, პაულამ შემთხვევის ადგილიდან 50 მოზარდი გაიყვანა, შემდეგ კი მან და მისმა ქმარმა ბავშვები ახლომდებარე სასტუმროში დააბინავეს, სოციალურ ქსელში კი საკუთარი ტელეფონის ნომერი დაწერა, რათა მშობლები, რომლებიც შვილებს ეძებდნენ, მას დაკავშირებოდნენ.

როიტერსის ცნობით, პაულას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საშუალებით, რამდენიმე მშობელმა შვილს მალევე მიაკითხა. დილით კი მათი ადგილსამყოფელის შესახებ ბავშვების მშობლებს პოლიციამ მიაკითხა.
მასალის გამოყენების პირობები






