Accor Group-ი თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:32, 23 May, 2017     2274

Accor Group-მა, რომელიც მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ოპერატორი და ევროპის ბაზრის ლიდერია, ოფიციალურად განაცხადა ახალი, 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს - ibis styles Tbilisi center-ის გახსნის შესახებ. სასტუმრო მდებარეობს ქალაქის შუაგულში - გ.ტაბიძის #4-ში, ახლოს რუსთაველის გამზირთან. ამ დროისთვის, ibis styles-ი, Accor-ის მეორე სასტუმროა თბილისში.

ibis styles Tbilisi center მოიცავს 119 ოთახს, რომელშიც შედის 101 სტანდარტული ოთახი, 7 სუპერიორი და 11 ლუქსი. ყველა ოთახი გთავაზობთ მყუდრო გარემოს დიდი საწოლითა და კომფორტული ძილის შესაძლებლობით, აგრეთვე ჩაისა და ყავის კუთხეს.

სასტუმროს V სართულზე განლაგებული City Roof ტერას ბარი, გთავაზობთ უგემრიელესი აზიური სამზარეულოს კერძების ნაირსახეობას, არაჩვეულებრივი პანორამული ხედებით.

სასტუმროს ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია უფასო, უსადენო, ინტერნეტი.

ACCORHOTELS-ის შესახებ

ფრანგული კომპანია Accor-ი არის სასტუმროების ოპერატორი, რომელიც 95 ქვეყანაში 4100 სასტუმროს ფლობს. 50-წლიანი ისტორიის განმავლობაში მან მსოფლიო წარმატებას მიაღწია.

Accor-ის სხვადასხვა კლასის მსოფლიოს წამყვან სასტუმროებში დაახლოებით 240 000 ადამიანია დასაქმებული. ჯგუფი Accor-ი იცავს ხარისხის სტანდარტებს და სტუმრებს დაუვიწყარ გარემოსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

www.accorhotels.com

Maqro Construction-ის შესახებ

საერთაშორისო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ საქართველოში საქმიანობს სამშენებლო, სასტუმრო, საცალო ვაჭრობისა და კვების სექტორში. საქართველოს სტატისტიკის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ინვესტორებს შორის, ის პირველ ათეულშია.

„მაქრო ქონსთრაქშენმა“ 2015 წლის 30 ივნისს, ქალაქის ისტორიული ნაწილის ყველაზე ტურისტულ ადგილას - მტკვრის სანაპიროზე გახსნა 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Mercure“. სასტუმრო „Mercure Tbilisi Old Town“ ფრანგულ AccorHotel Grup-თან ერთად განხორციელებული პირველი ერთობლივი პროექტია. მისი მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 35 აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროში არის 108 კომფორტული ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, ბარი, საუნა და ფიტნესის დარბაზი. კომპანიის შემდგომი პროექტი 3 ვარსკვლავიანი, 119 ნომრიანი სასტუმრო IBIS STYLES TBILISI CENTER-ია. სასტუმრო „IBIS STYLES TBILISI CENTER“-ი შეუდარებელ ადგილას, ქალაქის გულში, თავისუფლების მოედანთან ახლოს არის განლაგებული. სასტუმროს ინტერიერი გამოირჩევა თანამედროვე, მშვიდი დიზაინით. არაჩვეულებრივი ხედების მქონე ტერასები და ტერასაზე გამავალი ნომრები მიმზიდველობას მატებს მას. „IBIS STYLES TBILISI CENTER“-ი, „მაქრო ქონსთრაქშენის“ მიერ ორ წელიწადში დასრულებული მეორე პროექტია. იგი ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას საქართველოში, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო საინტერესო ხდება ეევროპისა და დსთ-ს ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებისთვის.

www.maqro.ge

ibis styles - ის შესახებ

თანამედროვე დიზაინის, ეკონომ ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია მათზე, ვინც საუკეთესოს ეძებს, საუკეთესოთა შორის. ibis styles-ი გთავაზობთ all-inclusive პაკეტს, სადაც საუზმე და ინტერნეტი, ოთახის ღირებულებაში შედის. ქალაქის ცენტრში განლაგებულ ყოველ სასტუმროს, აქვს ინდივიდუალური, მკვეთრი და მხიარული დიზაინი იუმორის ელემენტებით. ბრენდის მთავარი ფასეულობა - ხელმისაწვდომობა და ხარისხია.

თითოეული ibis styles - ი გამოირჩევა კრეატიული და ფერადი დიზაინით, რაც ქმნის მეგობრულ და მხიარულ გარემოს.

www.ibisstyles.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42