„გრუზვინპრომმა“ ჩინურ კომპანიასთან 15 წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:21, 23 May, 2017     1700

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ქარხანას „გრუზვინპრომი“ და ჩინურ კომპანიას „Jiangxi Silk Road Investment“ (ქ. ნანჩანი, ძიანგსის პროვინცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) შორის 15 წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას ბრენდისა და საბრენდე სპირტის წარმოების, მიწოდებისა და რეალიზაციის მიმართულებებით. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კომპანიის დაფუძნება, რომელიც ჩინეთში ქართული ბრენდის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება-რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარმატება უსურვა ქართულ და ჩინურ კომპანიებს და აღნიშნა, რომ ჩინეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება. სახელმწიფოს მხრიდან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამარტივება, ბაზრების დივერსიფიკაცია და ამ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია ის მხარდაჭერაა, რამაც ბიზნესის განვითარება უნდა უზრუნველყოს.

„დღევანდელი მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წინაპირობაა იმისა, რომ მოლოდინები, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაჩნდა, შესრულდება. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოდან, ღვინის ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტის ზრდას ჩინეთში, რომელიც აფასებს და პატივს სცემს ჩვენ ისტორიას და ტრადიციებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ხელმოწერის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ ძიანგსის პროვინციის მოსახლეობა 400 მლნ-ზე მეტია, შესაბამისად, ეს ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია. დღეისათვის, ჩინეთის ბაზარზე ქართული წითელი ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება და უკვე, 30-ზე მეტ სავაჭრო ობიქტში იყიდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გახსნილია ღვინის კულტურის სახლები, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აქტიურ კამპანიას ახორცილებენ.

ღონისძიებაში მონაწლეობა ძიანგსის პროვინციის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და სხვა ოფიციალური პირებმა მიიღეს.

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა „გრუზვინპრომი“ 1929 წელს დაარსდა. დღეისათვის საწარმო უახლესი აპარატურით და დანადგარებით არის აღჭურვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42